13
Dec
2018

HUAWEI-ს ინოვაცია – მუსიკალურ სიმფონიად გარდაქმნილი ჩრდილოეთის ნათება

13 Dec 2018

კომპანია HUAWEI-მ მომხმარებლებს ინოვაცია შესთავაზა, კერძოდ კი, მან ჩრდილოეთის ნათება მუსიკალურ სიმფონიად გარდაქმნა.  როგორი ხმა აქვს სინათლეს? ეს იყო კითხვა, რომელიც კომპანია Huawei-ს წარმომადგენელმა მასთან ერთად მომუშავე შემოქმედებით გუნდსა  და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტებს დაუსვა. ამის შემდეგ,  მათ შექმნეს ამბიციური პროექტი, რომელმაც ჩრდილოეთის ნათება სინათლის მოძრაობის შესწავლისა და დაკვირვების გზით სიმფონიად გარდაქმნა და საზოგადოებას სულ ცოტა ხნის წინ, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, ბრაჰმის მუსიკალურ დარბაზში წარუდგინა.

 

კომპანია HUAWEI-ის თანამშრომლების ამოცანა იყო, გადაეღოთ ჩრდილოეთის ნათება ნორვეგიაში და ემუშავათ მასზე HUAWEI Mate20 Pro-ს ხელოვნური ინტელექტით, რათა აღმოეჩინათ ფოტოზე ასახული ნათების ძირითადი ელემენტები და შემდეგ, ეს ელემენტები გარდაექმნათ მელოდიად.

შემოქმედებითი გუნდის მთავარი გამოწვევა იყო, შეექმნათ აუდიო-ვიზუალური პროდუქტი, რომელიც აქამდე უცნობი ჩრდილოეთის ნათების ენით კიდევ ერთხელ დადასტურებდა უმაღლესი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს.

პროცესში ჩართული იყო ჩრდილოეთის ნათების მკვლევარი კიეტილ სკოგლი. ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა HUAWEI Mate20 Pro-ს  ხელონვურ ინტელექტთან ერთად, რათა მოგროვებული მასალისგან შექმნილიყო სიმფონია. როცა კომპოზიცია შეიქმნა, ჯეიმს შერმანმამსოფლიოს ერთ-ერთმა ცნობილმა კომპოზიტორმა, ის ორკესტრთან ერთად  ვენაში,  ბრაჰმის მუსიკალურ დარბაზში შეასრულა. მან აღნიშნა, „ჩემი მიზანია შევქმნა, შთავაგონო და მიმართულება მივცე სიმფონიის შესრულებას და  ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სიცოცხლე შთავბერო მას. შევქმნა შეგრძნება, თითქოს ჩრდილოეთის ნათება გვესაუბრება მუსიკის მეშვეობით.“

კომპოზიტორმა მარკ სეიფრიდსმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩართულობამ მუსიკაში, ხელმისაწვდომი გახადა კრეატიული შესაძლებლობების სრულიად ახალი სპექტრი:  „ხელოვნური ინტელექტის სისტემას შეუძლია, აღიქვას ჩრდილოეთის ნათება და გააანალიზოს იგი ფერის, ზომის, ფორმის და სიჩქარის მიხედვით. შემდეგ ის ახდენს მუსიკის ვარიაციების გენერირებას იმის მიხედვით თუ რას დაინახავს. ამიტომ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი აღიქვამს სინათლის ძლიერ ნათებას, მას შეუძლია ხმების მოდულირება, რათა ასახოს კომპოზიციის ინტენსივობა. ამის შემდეგ, მე შემიძლია გამოვიყენო შექმნილი ელემენტები სიმფონიაში”.

სინათლის ხმა იყო ერთ თვიანი პროექტი, რომელმაც დაადასტურა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, ამოიკითხოს ფოტოები და შექმნას ახალი ჟღერადობები. თუ როგორი ჟღერადობა აქვს ჩრდილოეთის ნათებას – ამ კითხვას პასუხი  HUAWEI Mate20 Pro-ს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით უკვე გაეცა.

სინათლის ხმის სიმფონიის წარდგენის ღონისძიებას ვენაში 300-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვენენ მედიის წარმოამდგენლებიც. სიმფონია, სინქრონული ორკესტრის მიერ, ჯეიმს შერმანის ხელმძღვანელობით შესრულდა.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

[R]

განხილვა