26
Jun
2019

ამერიკული კომპანიები, ტრამპის გვერდის ავლით, Huawei-ს პროდუქციას აწვდიან

26 Jun 2019

Alta
Alta


ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული აკრძალვის მიუხედავად, აგრძელებენ ჩინური კომპანია Huawei-სთვის პროდუქციის მიწოდებას. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, Huawei- პროცესორებს აწვდიან Intel და Micron. აკრძალვის შემდეგ, ამერიკული კომპანიების მხრიდან, პროდუქციის მიწოდება სამი კვირის წინ განახლდა. Intel-ისა და Micron-ის პროდუქცია ამერიკის საზღვრებს გარეთ მზადდება, შესაბამისად, სავარაუდოდ, სწორედ ამ გარემოებით სარგებლობენ კომპანიები. ამგვარი გარიგება დაეხმარება Huawei-ს გააგრძელოს სმარტფონებისა და სერვერების გაყიდვა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2019 წლის 15 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ამერიკულ კომპანიებს აეკრძალათ ისეთი უცხოური კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებენ.

განხილვა