in

“სმარტფონებიდან ღორის ფერმამდე” – Huawei ხელოვნურ ინტელექტს ფერმის მოდერნიზებისთვის იყენებს

სახის ამომცნობ მოწყობილობას ღორის იდენტიფიცირება შეუძლია

veon
veon

Huawei-მ გადაწყვიტა, საკუთარი ტექნოლოგიები ფერმერებისკენ მიმართოს. ამის მიზეზი ტრამპის მიერ გატარებული მკაცრი სანქციები გახდა, რომელიც უშუალოდ ეხებოდა კომპანიის სმარტფონებს.

აშშ-ს ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ Huawei შტატების უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. საპასუხოდ, კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება ღორის ფერმისათვის საჭირო ტექნოლოოგიისთვის დაიწყო. ის ხელს უწყობს ფერმის მოდერნიზებასა და ღორის დაავადებების გამოვლინებას. ასევე, სახის ამომცნობ მოწყობილობას ღორის იდენტიფიცირება შეუძლია, სხვა ტექნოლოგიები კი მათი წონის, დიეტისა და ვარჯიშის კონტროლს ემსახურება.

“ღორების ფერმა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვცდილობთ აღვადგინოთ ზოგიერთი ტრადიციული ინდუსტრია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ICT), რათა 5G ეპოქაში მრეწველებისთვის მეტი ღირებულება შევქმნათ” – აცხადებს Huawei. საინტერესოა, რომ კომპანია მხოლოდ ფერმით არ შემოფარგლულა და ნახშირის მოპოვების ინდუსტრიასთანაც მუშაობს.

გარდა Huawei-სა ღორების ფერმასთან თანამშრომლობენ ისეთი ჩინური ტექნიკური გიგანტები, როგორიცაა JD.com და Alibaba.

როგორ მივხვდეთ, რომ დროა, სამსახურს თავი დავანებოთ?

ნახეთ: ფსიქოდელიური სასურსათო მაღაზია, რომელიც იმერსიული ხელოვნების ნიმუშია