12
Jul
2019

Huawei-ს პირველი 5G სმარტფონი ივლისში გამოვა

12 Jul 2019

Huawei Mate 20 X 5G, ანუ „ჰუავეის“ პირველი 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონი 27 ივლისს გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Global Times, წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის „ჰუავეის“ სმარტფონების „ახალი ერის“ დასაწყისი. ახალი მოდელი ბევრი რამით არ განსხვავდება უკვე არსებული Mate 20 X-ისგან, რომელსაც 7.2 ინჩიანი ეკრანი და სამი კამერა აქვს. თუმცა, ახალ მოდელში, გარდა 5G მხარდაჭერის ქონისა, გაძლიერებულია სხვა მონაცემები. მაგალითად, ოპერატიული მეხსიერების კუთხით, წინამორბედის 6GB, Huawei Mate 20 X 5G-ისთვის 8GB-ად იქცა. რაც შეეხება შიდა მეხსიერებას, აქ 128GB-ის ნაცვლად, 256GB გვაქვს. ჯერჯერობით, უცნობია, როდის გამოჩნდება აღნიშნული მოწყობილობა ქართული მაღაზიების დახლებზე, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ადგილობრივ ბაზარზე 5G-ზე წვდომის არ ქონაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, როცა მსგავსი მოწყობილობის ყიდვის გადაწყვეტილებას ვიღებთ.

განხილვა