4
Oct
2018

HUAWEI Mate 20 lite ქართველი მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია

4 Oct 2018

HUAWEI Mate 20 lite – ეს არის ხელოვნური ინტელექტითა და 4 კამერით აღჭურვილი უახლესი სმარტფონი, რომელსაც სცენებისა და ობიექტების ამოცნობა შეუძლია. ქართველ მომხმარებელს ლოდინი აღარ მოუწევს, რადგან  HUAWEI Mate სერიის უახლესი მოდელი უკვე საქართველოშია და ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის. ზოგიერთი მოსაზრებით ეს არის სმარტფონი, რომელიც ახალ სიტყვას იტყვის ბიზნეს სამყაროში.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

HUAWEI Mate 10 შარშან ოქტომბერში წარადგინეს და როგორც ამბობენ, აღნიშნული მოდელი დიდი  პოპულარობით სარგებლობს მაღალი კლასის ბიზნეს წარმომადგენლებში. მაგრამ იმისათვის, რომ მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონოდათ Mate სერიის დამატებითი მახასიათებლითაც დამტკბარიყვნენ, ახალგაზრდა ბიზნესმენებისთვის HUAWEI-მ  შექმნა HUAWEI Mate 20 lite. არსებული ოთხ კამერით, რომელთაც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა აქვთ, სმარტფონს სხვადასხვა სიტუაციების ფართო სპექტრში გადაღება შეუძლია. ტელეფონი ასევე აღჭურვილია EMUI 8.2-ით, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნილებებს უკეთ აკმაყოფილებს. სმარტფონი შექმნილია ახალგაზრდა, საქმიანი ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ საქმე და გართობა მარტივად შეუთავსონ ერთმანეთს.

პასუხი მოდურ ტენდენციებზე

ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ ოპერირებას ბიზნეს სექტორში, მობილური ტელეფონებისადმი უფრო მაღალი მოთხოვნები გააჩნიათ. HUAWEI Mate 20 lite კი იზიარებს მომხმარებელთა სურვილებს დიზაინსა და ტექნიკურ მახასიათებლებში. ადამიანებს სიმეტრია იზიდავს, მათთვის ის ოფიციალობას, ჰარმონიას, სიმშვიდესა და ბალანსს განასახიერებს. HUAWEI Mate 20 lite ორივე მხრიდან სიმეტრიულია, რაც მოწყობილობას არა მხოლოდ კომფორტულს ხდის ხელში დასაჭერად, არამედ ვიზუალურადაც გამოარჩევს.

თანამედროვე ადამიანებს სოციალურ მედიაში მოვლენების გაზიარების სურვილი ფაქტობრივად ინსტინქტურ დონეზე აქვთ ჩამოყალიბებული. ინტერნეტი მათთვის წინა პლანზე დგას.  სწორედ ამიტომ, კამერა და გამოსახულების ხარისხი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. კომპანია ამ გამოწვევასაც პასუხებს – HUAWEI Mate 20 lite აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის მქონე 4 კამერით (2 წინა და 2 უკანა კამერა, უკეთესი ფოტოს გადასაღებად).

HUAWEI Mate 20 lite-ს ორმაგი კამერების შესაძლებლობები

HUAWEI Mate 20 lite აღჭურვილია ორმაგი წინა კამერებით  – 24MP და 2MP-იანი ლინზებით. ორმაგი კამერები ძირითად ლინზას სურათის გადასაღებად იყენებენ, ხოლო მეორე დამატებით ლინზას სიღრმის აღსაქმელად და ბლარის ეფექტისთვის. ბაზარზე არსებული მოწყობილობებისგან განსხვავებით, HUAWEI Mate 20 lite იყენებს ხელოვნურ ინტელექტს წინა კამერების მუშაობისას, რომელსაც შეუძლია 200-ზე მეტ სცენა ამოიცნოს 8 სხვადასხვა კატეგორიიდან.

HUAWEI Mate 20 lite არა მხოლოდ ობიექტის ამოცნობის უნარი აქვს, არამედ სპეციალური ალგორითმის საშუალებით, სელფის გადაღებისას, შეუძლია დეტალების გამოკვეთა ნებისმიერი განათების პირობებში. მას ასევე აქვს 3D Qmoji და ამასთანავე პროფესიონალური განათების 5 ტიპის ეფექტი, ამგვარად, მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ წარმოაჩინოს საკუთარი ცხოვრების სტილი.

რას გვთავაზობს HUAWEI ახალ სმარტფონში

HUAWEI Mate 20 lite აღჭურვილია Kirin 710-ითა და უახლესი EMUI 8.2, რათა მომხმარებლებმა მიიღონ  მაქსიმალური სარგებელი პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფის ეფექტური ინტეგრაციით.

Kirin 710 არის Huawei-ს პირველი 12 ნანომეტრიანი ჩიპი, რომელიც მორგებულია HUAWEI Mate 20 lite-ზე და აღჭურვილია A73 ბირთვით. ის  75%-ით უფრო ძლიერია, ვიდრე A53, რომელიც Kirin 659-შია.

ხელოვნური ინტელექტის მქონე 4 კამერა, სილამაზის ალგორითმი და 5 სახეობის სტუდიური განათების ეფექტი – შექმნილია უმაღლესი ხარისხისა და პროფესიონალური ფოტოების გადასაღებად. Kirin 710 პროცესორითა და უახლესი შიდა ინტერფეისით, EMUI 8.2-ით აღჭურვილი HUAWEI Mate 20 Lite უზრუნველყოფს სმარტფონის გაუმჯობესებულ ფუნქციონირებას, მათ შორის მობილური თამაშებისთვის.

3750 მილიამპერიანი ელემენტით გაძლიერებული სმარტფონი, სწრაფი დატენვის ფუნქციით მოსახერხებელი და ნამდვილი პარტნიორია ფოტოგრაფიით, თამაშებითა და კომუნიკაციებით გატაცებული ადამიანებისთვის.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით, მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

[R]

განხილვა