ჰუავეიმ ახლახან ჩაუშვა თქვენი ტელეფონივით თხელი დასაკეცი ლეპტოპი — MateBook Fold სულ რაღაც 7.3 მმ. სისქისაა, ხოლო დაკეცილ მდგომარეობაში ეს მაჩვენებელი 14.9 მმ.მდე იზრდება.
18-დიუმიანი ეკრანი 90-გრადუსიანი კუთხით იკეცება და 13-დიუმიან ზედა ეკრანს ქმნის. ასე კი ტრადიციული ლეპტოპის იმიტაციას წარმოადგენს, რომელსაც, ფიზიკური კლავიატურის ნაცვლად, ციფრული კლავიატურა აქვს. მოწყობილობა მხოლოდ 1.16 კგ-ს იწონის, მისი OLED ეკრანი კი 3.3K გარჩევადობას გვთავაზობს. რაც შეეხება სიკაშკაშეს, 1600 ნიტამდე ანათებს. ლეპტოპს 32 GB ოპერატიული და 2-ტერაბაიტიანი მეხსიერებაც აქვს.
აღსანიშნავია, რომ ეს ამბავი Huawei-ს საკუთარი ოპერაციული სისტემის HarmonyOS 5-ის დებიუტს გვთავაზობს პერსონალურ კომპიუტერებზე. სულ პირველად Huawei-მ HarmonyOS Android-ზე გამოუშვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მარტში აშშ-ის სანქციების გამო Microsoft Windows-ზე წვდომა დაკარგა, ოპერაციული სისტემა პერსონალურ კომპიუტერებზეც შემოგვთავაზა. საინტერესოა, რომ MateBook Fold-ის გარდა, სისტემა ახალ MateBook Pro-ზეც შეგვხვდება.
ამ ეტაპისთვის Huawei-ის უთხელესი დასაკეცი ლეპტოპი MateBook Fold მხოლოდ ჩინეთში იქნება ხელმისაწვდომი. ფასი 3300 დოლარია.