20
May
2019

„ჩვენს მომხმარებლებს შიშის საფუძველი არ აქვთ“ – HUAWEI

20 May 2019

დღეს ცნობილი გახდა, რომ Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის გარეთ არსებული Huawei-ს სმარტფონები Google-ის აპლიკაციების მაღაზიიდან (Google Play) სისტემურ განახლებებს ვეღარ მიიღებენ. ხოლო Huawei-ს ახალ სმარტფონებს საერთოდ აღარ ექნებათ წვდომა Google-ის აპლიკაციების მაღაზიაზე და ისეთ აპლიკაციებზე, როგორიც, მაგალითად Gmail-ია. ამასთან დაკავშირებით, Huawei-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

„გვინდა გაცნობოთ, რომ Google-ს ქმედებებთან დაკავშირებით, განგაშის საფუძველი არ არსებობს და ჩვენს მომხმარებლებს შიშის საფუძველი არ აქვთ.

HUAWEI-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Android სისტემის ზრდა-განვითარებაში მსოფლიო მასშტაბით. როგორც Android-ის ერთ-ერთი მთავარი გლობალური პარტნიორი, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მათ ღია პლატფორმასთან რათა შეგვექმნა უკეთესი სისტემა, როგორც მომხმარებლების, ისე ინდუსტრიის სასარგებლოდ.

კომპანია HUAWEI გააგრძელებს სისტემის უსაფრთხოების განახლებებს და გაყიდვების შემდგომ სერვისებს ჰუავეის ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც უკვე გაიყიდა ან/და წარმოადგენს გასაყიდ მარაგს.

ჩვენ ვაგრძელებთ მდგრადი და უსაფრთხო პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მშენებლობას, რათა უზრუნველვყოთ მომხმარებელთათვის საუკეთესო მომსახურება.

რაც შეეხება Google-ის სერვისებს, შეგიძლიათ გაეცნოთ ანდროიდის ოფიციალურ განცხადებას.

განხილვა