in

10 მიზეზი, რატომ შეიძლება, შეიყვაროთ HUAWEI Mate 20 სერიის სმარტფონები

კომპანია HUAWEI-მ მსოფლიოს ახალი, Mate 20 სერიის ფლაგმანური სმარტფონები წარუდგინა.

BOG
BOG

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=pZmc25CGqpg[/embedyt]

 

„სმარტფონი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ციფრულ სამყაროში შესაბიჯებლად. HUAWEI Mate 20-ის სერია შექმნილია იმისთვის, რომ იყოს მომხმარებლის საუკეთესო „მეგობარი“.  ხელოვნური ინტელექტის მაღალი მახასიათებლები, მძლავრი ელემენტი და კამერის ფართო შესაძლებლობები მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ეზიარონ  სრულყოფილ ცხოვრებას,” –  აღნიშნა HUAWEI-ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფის  აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ იუმ.

 

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შევიყვაროთ HUAWEI Mate 20 სერიის სმარტფონები:

  • Mate 20 სერიის სმარტფონები აღჭურვილია, მსოფლიოში პირველი 7 ნანომეტრიანი პროცესორითKirin 980-ით, რომელიც იყენებს Cortex-A76-ზე დაფუძნებულ ბირთვსა და Mali-G76 GPU-ს. Dual-NPU-სა და21-ის მოდემის არაჩვეულებრივი კომბინაციით კი აუმჯობესებს მუშაობის ხარისხს ნაკლები ენერგიის მოხმარების ხარჯზე..
  • ახალ სმარტფონში შენარჩუნებულია ძველი ტრადიცია და სამივე ძირითადი კამერა შექმნილია ლეიკასთან თანამშრომლობით, რომელთა სისტემაც იძლევა ობიექტების მინიმალურ მანძილზე გადაღების სშუალებას და იჭერს ფოკუსს ლინზიდან 2,5 სანიტიმეტრის დაშორებითაც კი.
  • წინამორბედებისგან განსხვევბით ახალ მოდელში გვხვდება უფრო მეტად გაძლიერებული ფართო ხედვის მქონე ლინზა (16 mm).
  • ჰოლივუდის ეფექტის მქონე ვიდეო გადაღების რეჟიმი – ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას შეცვალოს ობიექტის ფერები ვიდეოს გადაღების დროს.
  • გაძლიერებული ელემენტი – HUAWEI-ის ახალ მოდელებში დახვეწილი და გაუმჯობესებულია ელმენტის გამძლეობა. 4200 მილიამპერიანი ელემენტის საშუალებით ახლა უკვე შესაძლებელია იყო „ონლაინ“ მთელი დღის მანძილზე.

  • უსწრაფესი დატენვის ფუნქცია – 40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიის საშუალებით, ახლა უკვე შესაძლებელია 30 წუთში ელემნეტის 70%-მდე შევსება.
  • უსადენო დატენვის შესაძლებლობა – თუ მოგბეზრდათ USB კაბელებით სიარული, ახლა უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ 15W-იანი უსადენო დამტენით
  • HUAWEI Mate 20 სერიას აღჭურვილია Android Pie-ზე დაფუძნებული   ოპერატიული სისტემა  EMUI 9.0-ით, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს ეკრანზე მარტივი შეხებით შეუძლიათ ისარგებლონ ტელეფონის ყველა სამუშაო თუ გასართობი ფუნქციით. EMUI 9.0-ს მოყვება GPU Turbo 2.0 – უფრო მეტი მხარდაჭერით თამაშების მოყვარულთათვის.
  • კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც სისტემას თან სდევს HiVision-ია, რაც შესაძლებლობას  აძლევს კამერას, აღიქვას ცნობილი ღირსშესანიშნაობები, ნახატები და მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მათ შესახებ.
  • HUAWEI Mate 20 Pro -ს აქვს 3D Face Unlock მხარდაჭერა. ამ ფუქციის საშუალებით სწრაფად, სულ რაღაც 6 წამში ხდება მომხარებლის ამოცნობა.  3D სიღრმისეული  სენსორის მქონე  კამერის სისტემა წინა მხარესაა განთავსებული, რომლითაც მოწყობილობას შეუძლია, უმაღლესი სიზუსტით დაინახოს სუბიექტის სახის ნაკვთები და აღიქვას უმცირესი დეტალებიც კი.  რაც შეეხება თითის ანაბეჭდს ის უკვე ეკრანშივეა ჩაშენებული.

 

 

სხვადასხვა მიმოხილვისა და ექსპერტების შეფასებით, ეს ყველაფერი არ არის და 10 მიზეზი ძალიან ცოტაა Mate 20 სერიის უპირატესობებზე სასაუბროდ. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ფლაგმანური პროდუქტის ფერიც კი უნიკალურია. ის გამოდის ზურმუხტისფერში რომელიც ისეთივე მიმზიდველი და გამორჩეულია, როგორც მისი მოსახელე ქვა.  ჰიპეროპტიკური გამოსახულება მინაზე  იყენებს კომპლექსურ, წვრილი ხაზების სისტემას, რომელიც ქმნის სადაფის ეფექტს და არა მარტო გამძლეა, არამედ შესაძლებელს ხდის მოწყობილობის მყარად დაჭერასაც. ასევე მასზე არ რჩება თითის ანაბეჭდები და  მოწყობილობა ახალივით გამოიყურება ხანგრძლივი მოხმარების შემდეგაც კი.

 

დღეს, HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები, 170-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ბრენდს, რომელიც ბაზარზე 20 წლის წინ გამოჩნდა, როგორც თავად ამბობენ, უკვე მსოფლიოს მოსახლეობის 2/3 იყენებს.

[R]

„ჩვენ ვოცნებობთ უფრო მეტ სიგიჟეზე“ – Nike-ის ახალი რეკლამა

Mercedes-Benz-ის ახალი B-Class