Huawei-ს სარეკლამო ვიდეორგოლმა, რომელიც ბრენდმა თავისი ახალი P10-სა და სპეციალურად არაბული ქვეყნებისთვის შექმნა, გამოსვლისთანავე საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ ძალიან ეფექტური რგოლის შექმნაზე სააგენტო Saatchi & Saatchi-მ იმუშავა და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საინტერესო სანახაობა შესთავაზა მაყურებელს. კამპანია What is your story?-ს მთავარი გზავნილი იმ ადამიანებისთვისაა, ვინც მხოლოდ ზედაპირულად დანახულით კმაყოფილდება და არ ცდილობს უფრო მეტი აღიქვას, ან უფრო ღრმად ჩაწვდეს მოვლენებს. სწორედ ამას გამოხატავს არაბი ქალბატონი, რომელიც, ერთი შეხედვით, ბოქსით არის დაკავებული, სინამდვილეში კი ხელოვნების ნიმუშს ქმნის. სწორედ ასეა რეალურ ცხოვრებაშიც, არასდროს იცი, რა საოცრება შეიძლება გელოდოს მარტივ ფაქტს მიღმა.














