25
Jul
2018

როგორია HUAWEI P20 Lite? – “ჰუავეის” ბიუჯეტური მოდელი ქართულ ბაზარზეა!

25 Jul 2018

მობილური ტელეფონების ტოპ მწარმოებლები აგრძელებენ პირველობისთვის ბრძოლას და მომხმარებელს ახალ სმარტფონებს სთავაზობენ, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციურ თუ დიზაინურ მაჩვენებლებთან ერთად, კიდევ უფრო თანამედროვე, ინოვაციური და მომხიბვლელია. ერთ-ერთი მათგანია მულტიფუნქციური სმარტფონების მწარმოებელი HUAWEI. ბრენდის წარმატებაში დიდი როლი P სერიის მოდელებს აქვთ.

სულ ახლახან, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა ბიუჯეტური კლასის სმარტფონი HUAWEI P20 Lite. ეს არის სმარტფონი  მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს თანამედროვე დიზაინს, კარგ კამერასა და მობილური მოწყობილობის მარტივი მოხმარების შესაძლებლობას.

HUAWEI P20 Lite -მა  ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ერთი სიტყვით, ეს არის სმარტფონი, რომელიც გამოირჩევა ელეგანტური, დახვეწილი დიზაინით, მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით და დაბალი ფასით. HUAWEI P20 Lite-ის ხაზი შეიქმნა იმისთვის, რომ სრულიად ახლებური და თანამედროვე მობილური ტელეფონის ფუნქციები შემოეტანა ბაზარზე.

როგორც ირკვევა, HUAWEI P20 Lite წარმოადგენს საშუალობიუჯეტიან სმარტფონთა კლასს, რომელიც მთლიანად ეხმაურება 2018 წლის მოთხოვნებს, როგორიცაა: 19:9 ეკრანი, მაღალი ხარისხის მქონე ორმაგი კამერა, გაზრდილი შიდა მეხსიერება, ხელმისაწვდომი ფასი და სხვა. სმარტფონის ეკრანის გასაძლიერებლად, ინჟინრებმა და დიზიანერებმა ძალიან დიდი დრო დახარჯეს. ექსპერტების გათვლებით, მათ მიერ დასახული მიზანი მიღწეულია – მოდელს გააჩნია უამრავი საჭირო ფუნქცია და ამასთან, ვიზუალური მხარე, რაც მომხმარებელს თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად აგრძნობინებს.

სმარტფონის დეტალური ტექნიკური მახასიათებლები კი, ასე გამოიყურება:

  • 5.84 ინჩიანი 19:9 ფორმატის, 2280×1080  გაფართოების მქონე  TFT LCD ეკრანი
  • 2.38 და 1.7 გიგაჰერციანი HiSilicon Kirin 659 პროცესორი, Mali-T830MP2 გრაფიკული პროცესორი
  • 64GB შიდა მეხსიერება და 4GB ოპერატიული მეხსიერება
  • 16 მეგაპიქსელიანი მთავარი და 2 მეგაპიქსელიანი სივრცის აღმქმელი კამერა, 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერა
  • უახლესი EMUI 8.0 სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელიც ანდროიდ 8.0-ზეა დაფუძნებული.

სმარტფონს აქვს 4 ძირითადი ფერი, რომელიც მომხმარებელთა ინდივიდუალურ გემოვნებას აკმაყოფილებს: ელექტრო ლურჯი, საკურას ყვავილისფერი, შავი და ოქროსფერი.

მაღალი ხარისხის ვიდეოები და სურათები დიდ ადგილს იკავებს და სმარტფონის მეხსიერებაც მალე ივსება. P20 Lite-ის 64GB შიდა მეხსიერება საკმარისია ხანგრძლივი მოხმარებისათვის.

[R]

განხილვა