in

40 მეგაპიქსელიანი კამერა! – Huawei-მ 2018 წლის სმარტფონი P20 Pro წარადგინა

veon
veon

ბოლო ორი წელია, ორმაგი ძირითადი კამერა სმარტფონების ტრენდად იქცა, თუმცა 2018 წლის მოდელში Huawei-მ კიდევ უფრო გაზარდა ფსონი და ძირითადი კამერების დუეტს უკანა პანელზე მესამეც დაუმატა. ცნობილია, რომ P9-დან მოყოლებული, ჰუავეი ბრენდ Leica-სთან თანამშრომლობს და გადაღების რეჟიმში მაღალხარისხიან მონოქრომულ კამერას იყენებს. P20 Pro-ს 40 მეგაპიქსელიანი კამერა და ყველაზე დიდი (1/1.7″) კამერის სენსორი აქვს. ამასთან, მოდელი თანამედროვე 960fps-ითაც არის აღჭურვილი, რაც Slow Motion-ის მოყვარულებს განსაკუთრებით გაახარებს. 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება – ეს მონაცემთა არასრული ჩამონათვალია, რაც P20 Pro-ს განსაკუთრებით მომხიბვლელს ხდის მომხმარებლისთვის. როგორც ცნობილია, სმარტფონის ფასი $800-დან იწყება.

19th KIAF announced Film / Out of Home Jury

როგორ ეხმარება ადამიანის სირბილი დედამიწას ბრუნვაში – Nike-ის მორიგი საინტერესო ექსპერიმენტი