in ,

ინტერნეტში, Huawei P40 Pro-ს ვიზუალები და მონაცემები, პრეზენტაციამდე ვრცელდება

Huawei P40-ისა და P40 Pro-ს ოფიციალური წარდგენა 2020 წლის 26 მარტს, პარიზში იგეგმება. თუმცა მანამდე, ბლოგერები მის ვიზუალებსა და მონაცემებს ავრცელებენ. ცნობილია, რომ ისევე, როგორც P30 სერიის სმარტფონების შემთხვევაში, P40-საც არ ექნება Google-ის Android-ის ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა (აშშ-ს რეგულაციებიდან გამომდინარე). შესაბამისად, მოწყობილობაში ვერ გამოვიყენებთ Google Play-ს, Gmail-სა თუ Google Maps-ს. თუმცა, აპლიკაციების გადმოწერა Huawei-ს App Gallery-დან შეგვიძლია.

Huawei P40 Pro-ს, ბლოგერების ცნობით, 10x ოპტიკური ზუმი ექნება. შედარებისთვის, წინამორბედ მოდელს – Mate 30 Pro-ს 50x ციფრული, ხოლო 5x ოპტიკური ზუმი ჰქონდა. Evan Blass-ის მიერ გავრცელებული ვიზუალების მიხედვით კი, Huawei P40 Pro-ს უკანა კორპუსზე 5 კამერა აქვს.

Huawei P40 Pro, სავარაუდოდ, Sony-ს 52 მეგაპიქსელიანი კამერის სენსორით იქნება აღჭურვილი. ამის შესახებ GizChina იტყობინება. ეს არის „სონის“ IMX700 სენსორი, რომელიც 10 მეგაპიქსელით აჭარბებს P30 Pro-ში ჩაშენებული კამერის მონაცემებს. რა თქმა უნდა, 52 მეგაპიქსელიანი სენსორი უფრო სუსტია, ვიდრე Galaxy S20 Ultra-ს 108 მეგაპიქსელიანი, თუმცა, როგორც ბლოგერები ამბობენ, ახალი სენსორი უფრო დიდი პიქსელების მიღებისა და ცუდი განათების პირობებში, უფრო ხარისხიანი ფოტოების გადაღების საშუალებას მოგვცემს.

P40 Pro-ს 5G-ს მხარდაჭერა ექნება, ასევე, 5000 მილიამპერიანი ელემენტი და წინასწარი, არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, ის ხუთ ფერში იქნება ხელმისაწვდომი – შავი, თეთრი, ლურჯი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი.

5 რჩევა – როგორ ვიპოვოთ ახალი თანამშრომლები სოციალური მედიის საშუალებით?

ბაკურიანში Four Points by Sheraton 2022 წელს გაიხსნება