17
Jan
2020

Huawei P40 Pro-ს ვიზუალებმა გაჟონა – 7 კამერა და 13x ოპტიკური ზუმი

17 Jan 2020

Alta
Alta


ბლოგერ Evan Blass-ის მიერ გავრცელებული ვიზუალების მიხედვით, Huawei-ს შემდეგ ფლაგმანს Huawei P40 Pro-ს 7 კამერა აქვს. აქედან, 2 სელფის კამერაა. დანარჩენი 5 ლეიკას ბრენდის კამერაა, რომელთა ტექნიკურ მახასიათებლებზე ისაა ცნობილი, რომ ეს 18-დან 240 mm-მდე კამერებია. ტელეფოტო და ულტრაფართე კამერების პირობებში კი ეს 13x ზუმის შესაძლებლობას გვაძლევს.

რაც შეეხება ეკრანს, თუ Huawei P40 6.2 ინჩიანი იქნება, P40 Pro-ში ეკრანის ზომა 6.5-დან 6.7 ინჩამდე გაიზრდება. საგულისხმოა, რომ ამ მოდელს, როგორს ჰუავეის ყველა ახალ სმარტფონს, არ ექნება Android-ის ოპერაციული სისტემა (Google-ის მხარდაჭერა). სმარტფონს, ოფიციალურად, სავარაუდოდ, მარტში, პარიზში გასამართ ღონისძიებაზე წარადგენენ.

 

განხილვა