1
Dec
2014

მე არ ვემონები ტიპობას, ტიპობა მემონება მე! – Huawei-ს ქართული და მეამბოხე რეკლამა!

1 Dec 2014

კობი
კობი


მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ კომპანია Huawei-ს ახალ რეკლამას, რომელიც ძალიან ორიგინალური დასასრულით და შესანიშნავი სარეკლამო ტექსტით გამოირჩევა. ვიდეოს კრეატიული კონცეფცია მეამბოხე ადამიანის ფიქრებს ეფუძნება.  საქართველოს ბაზარზე Apple-ის და Samsung-ის პროდუქცია ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლოს, ხშირად ისე ჩანს რომ ამ ორ ბრენდს ალტერნატივა არ გააჩნია. ჰუავეიმ თავის სასარგებლოდ გამოიყენა შექმნილი მდგომარეობა და სწორედ მეამბოხე ადამიანის სახელით განაცხადა საკუთარი ამბიცია, ის ქმნის ახალ სივრცეს ადამიანებისთვის, რომლებიც ახალ გზას ეძებენ. 

პროექტზე სარეკლამო სააგენტო TBC TV Advertising-მა იმუშავა, რეჟისორი დავით ჯიბლაძე. მარკეტერი კომპანია ალტას მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს – დიტო აბულაძეს ესაუბრა:

მომხმარებლის უმეტესობამ რეალურად არ იცის რა ხარისხს ღებულობს იმაში რასაც ხარჯავს, შესაბამისად ეს იდეა იყო კამპანიის სულისჩამდგმელი. არ არის საჭირო, რომ მომხმარებელმა გადაიხადოს ორჯერ და სამჯერ მეტი უბრალოდ იმიჯში. ჰუავეი ცდილობს ალტერნატიული რეალობა შექმნას და ხალხს აუხსნას რომ შესაძლებელია სამართლიანი ხარისხის მიღება სამართლიან ფასად. ეს კამპანია არის ჰუავეის შემდგომი ნაბიჯი ქართულ ბაზარზე. ძალიან მნიშვნელოვინია კლიპის “კოპირაიტი”. ჩვენ შევეცადეთ ყოველგვარი შელამაზების და ცენზურის გარეშე გვეთქვა ადამიანებისთვის სათქმელი. დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანი სხვაგვარად აღიქვავს ნათქვამს, მაგრამ ერთი რამ გასათვალისწინებელია. ჰუავეი მომხმარებელს არ ეუბნება როგორც უნდა მოიქცეს და რომელი გზა აირჩიოს ცხოვრებაში. ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს და ჩემი აზრით გამაღიზიანებელია როცა მე მკარნახობენ რა ვიყიდო და როგორ მოვიქცე. სწორედ აქ იკვეთება კამპანიის ახალი სტილი და სტრატეგია ქართულ ბაზარზე: “ჰუავეი, ვინც საკუთარ გზას ირჩევს – ალტაში”.

M: ვინ იმუშავა პროექტზე?

როექტზე იმუშავა ჯგუფმა რომელშიც მონაწილეობდნენ ალტას მარკეტინგის განყოფილება, ჰუავეის წარმომადგენლობა საქართველოში, ზურა ვასაძის მეთაურობით და კამპანიის სულის ჩამდგმელები TBC TV Advertising -ი. რეჟისორი დავით ჯიბლაძე

განხილვა