Huawei-ის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში სანტას ჩვეული ვიზუალი და მასთან ერთად მისი ცხოვრების წესიც რადიკალურად შეცვლილია. ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის ვიდეოში, რომელიც მისთვის სააგენტო Doner-მა მოამზადა, ახალი წლის მთავარი გმირის ძველი, დიდი ზომის სამოსი ჩარჩოშია მოთავსებული, ასევე წარსულს ჩაბარდა კვების მავნე ჩვევები და არაჯანსაღი ცხოვრების წესი. სანტას ცხოვრებაში ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების საოცარი შესაძლებლობები აღმოაჩინა. ახლა მას უკვე თვისუფლად შეუძლია იოგათი დაკავდეს, უფრო მოდურიც იყოს და ამასთან ბუნებით დაკისრებული საახალწლო მოვალეობებიც შეუფერხებლად შეასრულოს.
https://www.youtube.com/watch?v=8HdcpMCPFgU