28
Mar
2019

ჰუავეიმ “ჭკვიანი სათვალე” წარადგინა

28 Mar 2019

veon
veon


“ჭკვიანი სათვალე” – ეს ის პროდუქტია, რომელზეც ჰუავეი ამჟამად მუშაობს. კომპანია მას კორეულ ბრენდთან “Gentle Monster” ერთად ქმნის. იგი აზიაში კარგად ცნობილი ბრენდია, რომელიც ძვირადღირებულ სათვალეებს აწარმოებს.

რაც შეეხება უშუალოდ პროდუქტს, იგი იმ ელექტრონულ სათვალეს წარმოადგენს, რომლითაც უპრობლემოდ შეგეძლებათ მობილურზე შემომავალ ზარზე პასუხის გაცემა და საუბარი მხოლოდ სათვალის ჩარჩოზე ხელის შეხებით. ასევე, იგი ორი დინამიკითა და მიკროფონითაა აღჭურვილი. ჰუავეის ჭკვიან სათვალეს აქვს ხმოვანი ასისტენტის მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ იგი უკაბელოდ იტენება.

კომპანია აღნიშნული პროდუქტის გაყიდვაში ჩაშვებას 2019 წლის ზაფხულში გეგმავს.

განხილვა