in

გათიშული სმარტფონის გამო დასრულებული ურთიერთობები – Huawei–მ ამ პრობლემისთვის კარგი გამოსავალი ნახა

Huawei–ს ახალი ვიდეორგოლი ნამდვილად ძალიან ტრაგიკულია. მანამ სანამ მაყურებელი რგოლის ბოლომდე მივა და “შავბნელ” იუმორს ჩაწვდება, შესაძლოა თვალზე ცრემლიც კი მოადგეს. ცრემლით თუ უცრემლოდ, რგოლის პრობლემა ნამდვილად აქტუალურია, დამჯდარმა სმარტფონმა შესაძლოა არაერთი სერიოზული პრობლემა მოგიტანოთ, განაწყენებულ შეყვარებულზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

BOG

 

მსგავსი გაუგებრობებისა და გატეხილი გულის თავიდან ასაცილებლად, ბრენდმა სპეციალური კაბელი შექმნა, რომლის საშუალებითაც ერთი სმარტფონიდან ენერგიის გადაცემა მეორეზეა შესაძლებელი. ასე რომ, ამის მერე Huawei–ს მომხმარებლებს დაუმთავრებელი წინადადების გამო შეყვარებულები ღამის კოშმარებად აღარ გადაექცევიან.

ლევან ლეფსვერიძე Wow Done Awards 2017-ის ჟიურიში იქნება

MyKart – ქართველი სტუდენტის ინდივიდუალური ილუსტრაციების სტარტაპი