ეს კვირა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის 35 წლის იუბილეს ეძღვნება, თუმცა, იმის მაგივრად, რომ თავად მიიღოს საჩუქრები, აქეთ გვაზიარებს ახალ კოსმოსურ ხედებს. თუმცა, არც ესაა ახალი ამბავი, NASA-მ და Space Telescope Science Institute-მა ტრადიციად აქცია ახალი ფოტოების გაზიარება სპეციალურად ჰაბლის დედამიწის ორბიტაზე გაშვების აღსანიშნად. ასე კი სურთ, 1990 წლის 24 აპრილს გაშვებული ტელესკოპის მნიშვნელობაზე გაამახვილონ ჩვენი ყურადღება.
„ჰაბლმა 35 წლის წინ სამყაროს ახალ ხედვას გვაზიარა. ის ფაქტი, რომ დღემდე ფუნქციონირებს, ჩვენი ობსერვატორიების ღირებულებას ადასტურებს და კრიტიკულად მნიშვნელოვან გაკვეთილებს გვაწვდის Habitable Worlds Observatory-ისთვის, რომლის მართვას სწორედ ჰაბლით ვაპირებთ“, — განმარტავს შოუნ დომაგალ-გოლდმენი, NASA-დან.
ამგვარად, ასტრონომიაში რევოლუციებს აგრძელებს, გვეხმარება ეგზოპლანეტების, შავი ხვრელებისა და სხვა მრავალი საკითხის შესწავლასა თუ აღმოჩენაში. თუ ნასას დავუჯერებთ, ჰაბლის ტელესკოპმა ამ ეტაპამდე თითქმის 1.7 მილიონი დაკვირვება განახორციელა, ფოკუსირდა დაახლოებით 55 000 ასტრონომიულ სამიზნეზე და შედეგად 22 000-ზე მეტი კვლევა შემოგვთავაზა.
2003 წელს კოსმოსური შატლი Columbia-სა და მისი წევრების დაკარგვის შემდეგ, ნასამ გადადო სარემონტო სამუშაოები და გადაწყვიტა საბოლოო მისია 2009 წელს შეესრულებინა. იმ დროს ფიქრობდნენ, რომ ტელესკოპი საოცარ კადრებს 5 ან 10 წლის მანძილზე შესთავაზებდა კაცობრიობას, მაგრამ ჰაბლმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და შეკეთების გარეშე კიდევ 16 წელი იმუშავა…
ახლა კი დროა, ჰაბლის საიუბილეო სურათებისკენ გადავინაცვლოთ, მარსის სურათი 28 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე პერიოდში უნდა გადაეღო, რა დროსაც წითელი პლანეტა ყველაზე ახლოს მოდის დედამიწის ორბიტასთან:
შემდეგი ფოტოც დეკემბრისაა, დედამიწიდან 5200 სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავების ფორმირების ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეგიონს Rosette-ს ასახავს:
აღნიშნული კოსმოსურ ხედებს უფრო რომ დამსგავსებოდა, ჰაბლის ტელესკოპმა ნისლეულის უფრო ფართომასშტაბიანი სურათიც შემოგვთავაზა:
იანვარში კი ჰაბლის სამიზნე NGC 2899-ის პლანეტარული ნისლეული გახდა, რომელიც დედამიწიდან 4500 სინათლის წლითაა დაშორებული:
ხოლო მარტში სპირალური გალაქტიკა NGC 5335 გადაიღო:
დაბოლოს, ჰაბლის სამომავლო მისიების მთავარი სამიზნე პოტენციურად დასახლებადი დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენაა, ნასას ამჟამინდელი გათვლებით კი Habitable Worlds Observatory-ის ჩაშვება 2040-იან წლებისთვის იგეგმება.