in

ჰაბლის ტელესკოპმა კრევეტების ნისლეულის საოცარი ფოტო გადაიღო

იგი ჩვენგან, დაახლოებით, 6000 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს

როდესაც ღამის ცას უყურებთ უყურებთ, შესაძლოა, იმის მოლოდინი გქონდეთ, რომ ვარსკვლავს, რომელიმე პლანეტას ან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დაინახავთ. თუმცა ახლა ჰაბლის ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტო სრულიად მოულოდნელ გამოსახულებას გვთავაზობს — კრევეტებს! ფოტოზე წარმოდგენილია ულამაზესი კრევეტების ნისლეული, რომელიც ჩვენგან, დაახლოებით, 6000 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს, თანავარსკვლავედ მორიელის კუდში.

მიუხედავად მისი დიდი ზომისა, რომელიც 250 სინათლის წელზე მეტს მოიცავს, ნისლეულის გამოსახულების დაფიქსირება იშვიათად ხდება შესაძლებელი, რადგან იგი მეტად ბუნდოვანია და მხოლოდ მცირე რაოდენობის შუქს ასხივებს. ვარსკვლავები, რომელთა დანახვაც შესაძლებელია, ლურჯ-თეთრი შეფერილობისაა. თუმცა ნისლეულის ვარსკვლავების უმეტესობა იმ ნაწილებში ასხივებს შუქს, რომლებიც ადამიანის თვალისთვის უხილავია. საბედნიეროდ, ჰაბლის ტელესკოპი იღებს როგორც ხილულ, ისე ინფრაწითელ ფერებში… შესაბამისად, მტვრისა და გაზის მშვენიერ მორევებში მეტი დეტალის ნახვის საშუალება გვეძლევა.

“კრევეტების ნისლეული, ასევე ცნობილი როგორც IC 4628, არის ემისიური ნისლეული, რაც ნიშნავს, რომ მისი გაზი გააქტიურდა ან იონიზირებულია ახლომდებარე ვარსკვლავების გამოსხივებით. ამ მასიური ვარსკვლავების გამოსხივება ელექტრონებს ნისლეულის წყალბადის ატომებს აშორებს. როდესაც დამუხტული ელექტრონები უფრო მაღალი ენერგეტიკული მდგომარეობიდან დაბალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში გადადის, წყალბადის ბირთვებთან ხელახლა შერწყმა ხდება. შედეგად, ენერგია სინათლის სახით ასხივებს, რაც ნისლეულის ნათებას იწვევს. ამ სურათზე წითელი მიუთითებს იონიზებული რკინის (Fe ​​II) ემისიის არსებობაზე” — განმარტავენ ჰაბლის მეცნიერები.

ნისლეული არის ცოცხალი ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონი, რომელშიც წარმოიქმნება როგორც ცალკეული ვარსკვლავები, ისე ვარსკვლავთა გროვები. ყველა ნისლეული ბნელი და შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია. თუმცა იმ შემთხვევაში თუ მის ახლოს გვხვდება ვარსკვლავი, იგი სხვადასხვა ფერში ციალს იწყებს.

შავი პარასკევის უპრეცედენტო აქციების კვირა დაიწყო!

თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესოა