in

ნახეთ: ჰაბლის ტელესკოპმა ორიონის ნისლეულის ფოტო გადაიღო

ორიონის თანავარსკვლავედში ამავე სახელწოდების ნისლეული მდებარეობს და ის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ სანახაობას ქმნის… საგულისხმოა, რომ იგი ასტრონომიული დაკვირვებების ობიექტი ხშირად ხდება, რადგან ახლო მდებარეობის გამო განსაკუთრებით საინტერესოა ვარსკვლავების ფორმირების პროცესის შესასწავლად. ამასთან, ასტროფოტოგრაფიით გატაცებული ადამიანებიც გულმოდგინედ ცდილობენ შთამბეჭდავი კადრების დაფიქსირებას — ამას ისიც ამარტივებს, რომ 24 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ობიექტის შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება.

M2
M2

ორიონის ნისლეული ჩვენი მზისგან დაახლოებით 1 344 სინათლის წლითაა დაშორებული, რაც მნათობების ფორმირების ახლოდან შესწავლის საშუალებას იძლევა. ცხადია, ეს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ერთ-ერთ მიზანსაც წარმოადგენს. სწორედ მას ეკუთვნის ორიონის ნისლეულის ახლად გამოქვეყნებული გასაოცარი ფოტო.

ფოტოზე იშვიათი და მშვენიერი კოსმოსური ურთიერთქმედება, აირის სტრუქტურებია ასახული, რომელთა წარმოშობაც ვარსკვლავ IX Ori-სთან არის დაკავშირებული. ამ უკანასკნელის გარშემო არსებულ მატერიასთან ურთიერთქმედება HH 505-ის გაჩენას განაპირობებს. მათი ფორმირებისთვის კი ახალგაზრდა მნათობია საჭირო — მატერიის შთანთქმის პროცესში პლაზმის ნაკადები გამოიყოფა. შესაბამისი ნაწილაკები კი გარემომცველ აირს დიდი სისწრაფით ეჯახება, რაც საბოლოოდ სიკაშკაშეს იწვევს.

UX დიზაინი, როგორც მომხმარებლის პულსის კონტროლი – თიბისი Global Finance-ის რჩეულია!

როგორ შევქმნათ მიმზიდველი Fintech კონტენტი? — 4 სტრატეგია