in

Hubble-ის ტელესკოპი სომბრეროს გალაქტიკას ესტუმრა

დედამიწის ცაზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გალაქტიკა ახალი სურათის მთავარი ობიექტი გახდა, რათა ასე ჰაბლის საქმიანობის 35 წელი ეზეიმა. სომბრეროს გალაქტიკა ჩვენგან დაახლოებით 31 მილიონი სინათლის წლის მანძილზე ქალწულის თანავარსკვლავედისკენ მდებარეობს. უცნაურ გალაქტიკად აღწერენ, რომლის ორიენტაცია კიდეც უფრო იდუმალს ხდის მას — ცაზე არსებული დისკია მანათობელი გულით. თუმცა, არც სომბრეროს სახელია შემთხვევითი…

M2
M2

მაღალსტრუქტურული სპირალური გალაქტიკის მახასიათებლებიც აქვს და დიფუზურ-ელიფსურისაც, ამიტომ ცალკე არცერთს მიეკუთვნება და ამ ორს შორისაა მოქცეული. სხვა გალაქტიკებისგან კი სქელი მტვრის ფენები განასხვავებს, რომლებიც კოსმოსურ თეფშს აკრავს გარს ქუდის ლამაზად მორთული კიდეებივით.

სომბრეროს გალაქტიკა პირველად ჰაბლის ტელესკოპმა 2003 წელს შეისწავლა და 20 წელზე მეტი ხნის წინ გადაღებული სურათი ტელესკოპით გადაღებულ ფოტოებს შორის დღემდე ფავორიტია. ახლა კი ეს გამოსახულება ახალი ტექნიკებით დაამუშავეს, შედეგად, მასში არსებული ძალიან პატარა დეტალებიც გამოამჟღავნეს და ფონად მყოფი ვარსკვლავებიც გვაჩვენეს. 

მართალია, სომბრეროს გალაქტიკა საკმაოდ კაშკაშა და ვარსკვლავებით სავსეა, მაგრამ სულაც არ გამოირჩევა ვარსკვლავების ფორმირებით… ირმის ნახტომზე ცოტათი დიდია, ორიენტაციისა და ნათელი ცენტრის გამო კი უფრო რთულად შესასწავლი. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავსი დაბრკოლებების მოგვარებას ჯეიმს ვების ტელესკოპით მივეჩვიეთ, ამიტომ ახლა გაჩვენებთ, როგორ ხედავს JWST სომბრეროს გალაქტიკას:

ახლა კი ჰაბლის დროა:

24 აპრილს თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება

22 აპრილი დედამიწის დღე: თიბისის გარემოზე ზრუნვის პოლიტიკა