in

ჰაბლის ტელესკოპმა გალაქტიკების კავშირი დააფიქსირა!

ხშირად სამყარო ისეთ სანახაობებს გვთავაზობს, რომ რთულია, რაღაც ზებუნებრივ ძალებზე არ ვიფიქროთ… ასეა გალაქტიკური ტრიპლეტის Arp 248-ის შემთხვევაშიც. ურთიერთმოქმედი გალაქტიკების განლაგება როგორც მეცნიერულად, ისე ვიზუალურად, საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება. დიახ, სამ პატარა გალაქტიკაზე ვსაუბრობთ, რომელიც ჩვენგან 200 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, Virgo-ს თანავარსკვლავედშია მოქცეული. 

M2
M2

სურათზე Arp 248-ის ორი გალაქტიკაა ნაჩვენები. ისინი ერთმანეთს ვარსკვლავების მტვრით, აირებითა და მტვრის ნაკადით უკავშირდებიან, რომლებიც მაშინ იქმნება, როცა გალაქტიკები გრავიტაციულად იზიდავს ერთმანეთს. მეცნიერები ამ ნაკადებს, ანუ როცა მტვრიანი და აირებით მდიდარი გალაქტიკები ერთმანეთს ერწყმის, ასტრონავტების კუდებს უწოდებენ. კუდები კი, თავის მხრივ, გალაქტიკების გარე სპირალური დისკების მასალისაგან შედგება და ისინი მასპინძლობენ ვარსკვლავების წარმოქმნას, რაზეც ცისფერი ფერი მიგვითითებს.

ზემოთ მოცემული სურათი სადამკვირვებლო პროექტიდანაა, განიხილავს უჩვეულო გალაქტიკების ორ კოლექციას, რაზეც ჰალტონ არპიც საუბრობდა. არპი ამერიკელი ასტრონავტი იყო, რომელმაც 1966 წელს Atlas of Peculiar Galaxies შექმნა. ეს უკანასკნელი 338 გალაქტიკას მოიცავდა და ისინი უჩვეული ფორმების გამო შეირჩა. მას გალაქტიკების თავისებური სტრუქტურების მრავალფეროვნების ასახვა სურდა. 

მართალია, ჩვენ ახლა ვიცით, რომ გალაქტიკები ასეთ უცნაურ ფორმებს ურთიერთქმედებისა და შერწყმის გამო იღებენ. თუმცა არპი ასე არ ფიქრობდა, მისი აზრით, უჩვეულო ფორმები განდევნის ბრალი იყო. ატლასიც ზუსტად იმიტომ შექმნა, რომ მეცნიერებს გალაქტიკების ევოლუციის შესწავლაში დახმარებოდა. მისი მეორე კოლექცია კი A Catalog of Southern Peculiar Galaxies and Associations უკვე 1987 წელს გამოვიდა, რომელიც 25 განსხვავებულ ობიექტს მოიცავდა, მათ შორის გალაქტიკებს კუდებით. 

კატალოგისა და ატლასის დახმარებით მეცნიერებმა ბევრი რამ გაიგეს გალაქტიკების შესახებ, მათ შორის ისიც, რომ ევოლუციაში შერწყმა დიდ როლს თამაშობს. ახლა კი უფრო დეტალურად შეისწავლიან ურთიერთმოქმედ გალაქტიკებს და ისინი გალაქტიკათშორის ვარსკვლავთწარმომქმნელ ობიექტებზეც (ISFOs) საუბრობენ.

ISFO-ები მოქცევის ურთიერთქმედებისა და ურთიერთმოქმედი გალაქტიკებისგან მასალების წმენდის გამო შეიძლება ჩამოყალიბდეს. ისინი კუდებში დიდი რაოდენობით აირებისა და მტვრის არსებობითაც შეიძლება განვითარდეს ან სულაც, ყველა ამ პროცესის კომბინაციით.

გალაქტიკათაშორისი ვარსკვლავთწარმომქმნელი ობიექტები ხშირად გრავიტაციით უკავშირდება გალაქტიკებს, თუმცა რამდენ ხანს გრძელდება ეს, ჯერ კიდევ კვლევის საკითხია. ზოგჯერ მოქცევის ნაკადებიდან მიღებული მასალა ისევ გალაქტიკებში ხვდება, რაც უფრო მეტი ვარსკვლავის ჩამოყალიბებას იწვევს. მთელი ამ ურთიერთქმედებიდან დარჩენილი მასალა კი ვარსკვლავთშორის გარემოს მტვრითა და მეტალებით ამდიდრებს.

ამ ეტაპისთვის ასტრონავტები ფიქრობენ, რომ გალაქტიკების დაახლოებით 25 პროცენტი სხვა გალაქტიკებს ერწყმის. ხოლო, თუ ჰარვარდის ასტროფიზიკის ცენტრის მონაცემებს დავეყრდნობით, გრავიტაციულად კიდევ უფრო მეტი მათგანი ურთიერთქმედებს. ამას ჩვენი ირმის ნახტომიც ადასტურებს, რადგან მან Magellanic Clouds-ისა და Sagittarius Dwarf Galaxy-დან აირები და ვარსკვლავები მიისაკუთრა. რამდენიმე წელიწადში კი ირმის ნახტომისა და Andromeda-ს გალაქტიკები ერთმანეთს შეერწყმება…

ხოლო ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის Advanced Camera for Surveys (ACS)-მა ეს უჩვეულო ურთიერთმოქმედი გალაქტიკები გამოიკვლია, რათა საფუძველი ჩაუყაროს მათ დეტალურად შესწავლას მომავალში. საინტერესოა ისიც, რომ გალაქტიკებიდან ზოგიერთს ჰაბლის ტელესკოპი შეისწავლის. ამასთან, ამ პროცესში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი და ALMA-ც ჩაერთვება.

ლაბორატორიაში შექმნილი სისხლი ადამიანს გადაუსხეს — კვლევა

ალდაგისა და ვიზას სპეციალური შეთავაზება მომხმარებლებს