in

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ყველაზე შორეული ვარსკვლავი აღმოაჩინა

იგი დედამიწიდან 12.9 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული

NASA-ს ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ყველაზე შორეული ვარსკვლავი აღმოაჩინა. მსგავსად, შესაძლოა, კოსმოსის ადრეული ვარსკვლავების შესახებაც ბევრი გავიგოთ. 

M2
M2

მეცნიერებმა მას „ეარენდელი“ დაარქვეს, ძველი ინგლისური სიტყვა, რომელიც „დილის ვარსკვლავს“ და „ამომავალ შუქს” ნიშნავს. ტექნიკურად WHL0137-LS აღინიშნება. იგი მზის მასას 50-ჯერ აღემატება და მილიონჯერ უფრო კაშკაშაც კია.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ახლად აღმოჩენილი ვარსკვლავი იმდენად შორსაა, რომ მის სინათლეს დედამიწამდე მისაღწევად 12,9 მილიარდი წელი დასჭირდა. მაშინ, როცა სამყარო 900 მილიონი წლის იყო, რაც მისი ამჟამინდელი ასაკის მხოლოდ 7%-ია. 2018 წელს აღმოჩენილი ყველაზე შორეული ვარსკვლავი კი ამჟამინდელი ასაკის 30% იყო. 

მეცნიერებმა ეარენდელი“ უზარმაზარი გალაქტიკის დახმარებით იპოვეს, რომელიც დედამიწასა და ახლად აღმოჩენილ ვარსკვლავს შორის იყო მოთავსებული. მისმა გრავიტაციულმა ძალამ კი შორეული ობიექტების დანახვა შესაძლებელი გახადა. ეარენდელი“ საკუთარი გალაქტიკისგან სიკაშკაშითაც გამოირჩევა.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ვარსკვლავებს უფრო დიდ დისტანციებზე აკვირდება, ახლა მილიონობით ვარსკვლავის შუქს ვხედავთ, ეს კი მათ შორის ყველაზე შორეული ობიექტია, სადაც ჩვენ კონკრეტული ვარსკვლავით სინათლის ამოცნობაც შეგვიძლია“, —- ამბობს ბრაიან უელჩი, კვლევის წამყვანი ავტორი. 

ეარენდელის“ შესახებ მრავალი დეტალია უცნობი, მათ შორის მასა, ტემპერატურა, სინათლე და სხვა. მეცნიერებმა ჯერ დაზუსტებით ისიც კი არ იციან, ეარენდელი“ ერთი ვარსკვლავია თუ ორი, რადგან მათ ხშირად პარტნიორი ვარსკვლავებიც ჰყავთ. ჯეიმს უების ტელესკოპით კი სამომავლო კვლევებზე ფიქრობენ, რომლითაც, უპირველესად, ვარსკვლავის შუქს გაანალიზებენ. ამან, შესაძლოა, პასუხი გაგვცეს კითხვაზე — როგორ ჩამოყალიბდა პირველი ვარსკვლავები?

ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შედეგი ის იქნება, რომ ეს ადრეული სამყაროს ფანჯარას გახსნის. როგორც წესი, ამ დისტანციებზე, ჩვენ გალაქტიკებს პატარა ბუნდოვანი ობიექტების მსგავსად ვხედავთ და შემდეგ დასკვნას მთლიანი შუქიდან ვაკეთებთ. ახლა კი ჩვენ დამოუკიდებლად შეგვიძლია შევისწავლოთ მისი სინათლე. ეს ვარსკვლავების შედარებისა და უფრო ზუსტი დასკვნების გაკეთების საშუალებასაც მოგვცემს“, —- განმარტავს ბრაიან უელჩი.

Startup Drive-ის აქსელერაციის ეტაპის მონაწილეები გამოვლინდნენ

Banksy-ს ნამუშევრის გაყიდვით შეგროვებული $106,500 უკრაინის ბავშვთა ჰოსპიტალს გადაეცემა