in

NASA-მ ვარსკვლავთა შეჯგუფების ფოტოები გამოაქვეყნა

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ვარსკვლავთა ერთი შეჯგუფების ორი სხვადასხვა ხედის ფოტო გადაიღო. NGC 1850 სახელით ცნობილი შეჯგუფება დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა და გარემომცველი მტვერი თუ აირი კოსმოსში გაიფანტა. ამასთან, ძლიერი გრავიტაციის შედეგად, გროვა სიმჭიდროვეს ინარჩუნებს და ახალ ვარსკვლავებსაც იზიდავს — ამან მეორე თაობის ვარსკვლავების გაჩენა გამოიწვია.

M2
M2

NASA-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ხნიერი მნათობები მოწითალო შეფერილობისაა, ხოლო ცისფერი ახალგაზრდა ობიექტებს ასახავს, რომელთა არსებობის პერიოდიც საკმაოდ ხანმოკლეა. მათზე დაკვირვება ასტროფიზიკოსებს საშუალებას აძლევს, „ნისლეულები“ შეისწავლონ, რომელთა დანახვაც სხვაგვარად შეუძლებელია.

კოსმოსური სააგენტოს თქმით, კადრში 200 წითელი გიგანტია მოქცეული — კერძოდ, ვარსკვლავები, რომელთა გარეთა ფენაც გაფართოებულია და წითლად ანათებს. უბრალოდ, ისინი გაციებულია, რადგან ბირთვში წყალბადის მარაგი იწურება.

აქვე აღსანიშნავია, რომ NASA-ს ცნობით, 2021 წელს მეცნიერებმა ამ გლობალურ გროვაში შავი ხვრელი აღმოაჩინეს. ამ სცენის სანახავად, ჰაბლის ტელესკოპი დორადოს თანავარსკვლავედისკენ მიმართეს. შედეგად, მივიღეთ ჩვენგან 160 000 სინათლის წლის მანძილით დაშორებული ობიექტის ფოტოები.

Google Photos-ს ყველა არასწორად იყენებს

როგორ დააინტერესეს ქართველმა მეგობრებმა ბრიტანული გამოცემები საქართველოს ბაზრით – MAGS&CO-ს ამბავი