ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა შორეული გალაქტიკების წყვილი დააფიქსირა. მიღებული გამოსახულება კი ისეთ ილუზიას გვიქმნის, თითქოს ორი ობიექტი შერწყმის პროცესშია… რეალურად კი ისინი ერთმანეთისგან საკმაოდ დიდი მანძილით არიან დაშორებული — უბრალოდ, ობსერვატორიის ობსერვატორიის პერსპექტივიდან მათი განლაგება ნაწილობრივ თანხვედრაშია.
ფოტოზე SDSS J115331-სა და LEDA 2073461 გალაქტიკებს ვხედავთ, რომელთანაც 1 მილიარდზე მეტი სინათლის წლით ვართ დაშორებული. ევროპის კოსმოსურ სააგენტოს (ESA) თანახმად, მატერიის ეს უზარმაზარი სისტემები გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში არ არიან.
საგულისხმოა, რომ ფოტო 5 სექტემბერს ESA-ს პროექტ Galaxy Zoo-ს ფარგლებშია გადაღებული. ეს უკანასკნელი 2007 წელს დაიწყო და დღეისათვის ათასობით მოყვარულ მეცნიერს აერთიანებს და გალაქტიკების კლასიფიკაციის შესაძლებლობას აძლევს.
„ეს მოხალისეები ტელესკოპების მიერ გადაღებული გალაქტიკების კლასიფიცირებაზე მუშაობენ და ხშირად ასტრონომიულ ობიექტებს პირველები ხედავენ“, — აცხადებენ ევროპის კოსმოსურ სააგენტოში.