ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს ამ დრომდე არაერთი შთამბეჭდავი ფოტო გადაუღია და კვლავ განაგრძობს ჩვენს განებივრებას — მიუხედავად მაღალგანვითარებული, გაუმჯობესებული ჯეიმს ვების ტექნოლოგიისა. ამჯერად მისი სამიზნე სატურნის რგოლები აღმოჩნდა, კერძოდ, ის ფენომენი, რომელიც აქამდე არასდროს დაუფიქსირებიათ ასტრონომებს.
უფრო კონკრეტულად, ამ ფენომენის მიხედვით, შესაძლოა, სატურნის ორბიტალური სისტემა პლანეტის ატმოსფერო ათბობდეს. აქვე შეგახსენებთ, რომ მისი რგოლები მილიარდობით ყინულის ნატეხისა და ასტეროიდების ნაწილისგან შედგება. ხოლო ჰაბლის მიერ გამოგზავნილ გამოსახულებაში მუქ ლურჯ არეალს ვხედავთ, რომელიც უფრო მაღალ ტემპერატურაზე მიუთითებს. Space Exploration-ის ჯგუფი ამას განმარტავს, როგორც ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბ და ცხელი წყალბადის სპექტრულ ხაზს.
„შესაძლოა, ეს მიკრომეტეორიტები, მზის ქარის ნაწილაკებისა და ულტრაიისფერი გამოსხივების ან ელექტრომაგნიტური ძალების გავლენით იყოს გამოწვეული“, — აცხადებენ ნასაში.