in

ჰაბლმა ვარსკვლავების „მორევი“ აღმოაჩინა — ეს ადრეული სამყაროს შესწავლის გზაა

ბოლო პერიოდში კოსმოსის სფეროში ჩვენი ყურადღება ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მიიპყრო. თუმცა ჰაბლის ტელესკოპი კვლავ გვანებივრებს საინტერესო აღმოჩენებით — ახლა მეცნიერებმა სწორედ მისი მონაცემების გამოყენებით მოახერხეს ახალგაზრდა ვარსკვლავების „მორევის“ დაფიქსირება. ეს სპირალური სტრუქტურა მნათობთა შეჯგუფების ცენტრში ჩაედინება, რომელიც მაგელანის პატარა ღრუბლის სახელით ცნობილ ჯუჯა გალაქტიკაში მდებარეობს.

M2
M2

სავარაუდოა, რომ ჩვენგან 200 000 სინათლის წლით დაშორებული რეგიონის (NGC 346) გარე შვერილი მნათობის ფორმირების პროცესს უწყობდეს ხელს. ამისთვის კი მდინარის მსგავს მოძრაობას უნდა იმეორებდეს. როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს ვარსკვლავების დაბადების სტიმულირების ეფექტური საშუალებაა.

საგულისხმოა, რომ მაგელანის პატარა ღრუბელს უფრო მარტივი ქიმია აქვს, ვიდრე ირმის ნახტომს. ამით ის უფრო ადრეულ გალაქტიკებს ემსგავსება, რადგან მძიმე ელემენტების გაცილებით მწირ რაოდენობას შეიცავს. ამიტომაცაა, რომ იქ არსებული ვარსკვლავები ძალიან ცხელია და ნივთიერებების მარაგს უფრო სწრაფად იყენებს. იმის შესწავლა, როგორ წარმოიქმნება ვარსკვლავები მაგელანის პატარა ღრუბელში, გვთავაზობს ახალ წარმოდგენებს, თუ როგორ შეიძლება მომხდარიყო ვარსკვლავთწარმომქმნელი შტორმი სამყაროს ისტორიის დასაწყისში — ანუ, მაშინ, როდესაც სამყარო მხოლოდ 2-3 მილიარდი წლის იყო.

ამასთან, NGC 346 მხოლოდ 150 სინათლის წლისაა და მისი მასა 50 000 მზის ტოლფასია. ამ რეგიონის დამაინტრიგებელმა ფორმამ და ვარსკვლავების წარმოქმნის მაღალმა სიჩქარემ ასტრონომები საგონებელში ჩააგდო. თუმცა NASA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისა და ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) ერთობლივი მუშაობით ამ იდუმალი „ბუდის“ ქცევა შეისწავლეს. ამ ორმა განსხვავებულმა ხელსაწყომ კი ერთი და იმავე შედეგები აჩვენა.

15-16 ოქტომბერს კახეთი ფესტივალზე გელოდებათ – „ჯაზი და ღვინო კახეთი“

თბილისის მუნიციპალიტეტს MAN-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა მოემსახურება