Huenit ხელოვნური ინტელექტის მქონე მულტიფუნქციური რობოტია, რომლის შესაძლებლობებსაც მხოლოდ თქვენი ფანტაზია თუ დაუწესებს საზღვრებს. მას ეკრანში ჩამონტაჟებული კამერისა და AI-ს გამოყენებით, ფიზიკური ობიექტების აღქმა, ადამიანის ვიზუალური იდენტიფიკაცია და მისი ხმის ამოცნობა შეუძლია. გარდა ამისა, რობოტს აქვს მოდულური მიმაგრების სისტემა, რომელიც მის “ყოვლისშემძლე” მხარს საშუალებას აძლევს, შეასრულოს ისეთი აქტივობები, როგორიცაა ნივთების აკრეფა/დახარისხება/გადაზიდვა, გრაფიკული ესკიზების ხატვა, 3D ბეჭდვა, ლაზერული გრავირება და ა. შ.
რობოტის მკლავი ნებისმიერი ზომის მაგიდის ზედაპირს ერგება. მას 750 გრამამდე ტვირთის გადატანა 390მმ. დისტანციაზე შეუძლია. მასზე თავსებადი მოდულების მიხედვით, შეგიძლიათ, მოწყობილობა სასურველი ამოცანის შესასრულებლად დააპროგრამოთ და პროცესი სხვა მოწყობილობიდან, დისტანციურად მართოთ. თუმცა Huenit-ის საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფაც აქვს, Python-ისა და Arduino C-ის კოდირების სისტემების მხარდაჭერით.

3D ბეჭდვის მოდული საშუალებას გაძლევთ, მარტივად დაბეჭდოთ ნებისმიერ ზედაპირზე. ლაზერული გრავირების მოდული 2500 ვატ ლაზერს იყენებს, რომელსაც გრავირების გარდა, მასალების ფართო სპექტრის დაჭრაც შეუძლია — ხე, ტყავი, ქაღალდი და ა. შ. ესკიზის დასახატად განკუთვნილი კალმის დამჭერი კი რობოტს უნიჭიერეს მხატვრად აქცევს. მისი გამოყენება იდეალურია ერთი და იმავე გამოსახულების მრავალი ასლის შესაქმნელად. ასევე, სხვა მოდულების მეშვეობით, რობოტს შეუძლია სითხის შეწოვა, ნივთების დაჭერა, სტაბილიზებული ვიდეოს გადაღება და ქვაბში მოთავსებული წვნიანის მორევაც კი.

მოწყობილობას აქვს საკუთარი SD ბარათი და USB-C პორტი. ასევე, Wi-Fi-სა და ბლუთუზის მხარდაჭერა. Huenit თავსდებადია Windows, MacOS და Chromebook მოწყობილობებთან.















