თუ ბავშვი ჩაიფსამს Huggies-ის აპლიკაცია ტვიტს გამოგიგზავნით! ამ მოწყობილობას TweetPee დაარქვეს, ის პატარა პლასტიკურ ბრელოკს წარმოადგენს, რომლის დიზაინიც Ogilvy Brazil-ს ეკუთვნის. მოწყობილობა სათამაშოს წააგავს და პამპერსზე მაგრდება, ამის შემდეგ iPhone-ს უკავშირდება და “კავშირიც მყარდება”. პროგრამა გატყობინებთ როდის უნდა გამოუცვალოთ ბავშვს პამპერსი, რამდენი პამპერსი დაგრჩათ და ა.შ
ეს მოწყობილობა ჯერ მხოლოდ კონცეფციაა და ის ექსპერიმეტის სახით 10 მშობელს გადაეცა. ნახეთ ვიდეო და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი თქვენ თუ იყიდდით?
http://youtu.be/btOFcIgDG14