in

თბილისში Hugo Boss-ის განახლებული მაღაზიის გახსნა აღინიშნა

თბილისში, 29 ივნისს ბრენდის „ჰუგო ბოსი“ს განახლებული მაღაზიის გრანდიოზული გახსნა მოეწყო. ღონისძიებას 250 მდე მომხმარებელი, მედიის წარმომადგენლები და ცნობადი სახეები დაესწრნენ. მათ საშუალება ჰქონდათ “ბოსის“ 2017 წლის მამაკაცის და ქალის უახლეს კოლექციას გაცნობოდნენ.

bog
bog-mob

„ჰუგო ბოსის“ მაღაზია 2016 წლის დეკემბერში განახლდა. მაღაზიის ფართობი 205 კვ. მეტრს შეადგენს. მაღაზიაში განთავსებულია  2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის უახლესი კოლექცია. ასევე, მამაკაცის მწვანე კოლექცია და ქალის წინა საშემოდგომო ხაზი. „დედამიწიდან ზემოთ“ ასეთი პოზიციონირებით დაასათაურა  „ბოსმა“ 2017 წლის უახლესი კოლექცია. თავისუფალი სტილის სამოსი,  მუქი ნაცრისფერი და მელნისფერი ლურჯის ნაზავია, რომელიც თბილი ფერის ტონებით არის გაწყობილი.

„ბოსი“-ს მაღაზია თბილისში, რუსთაველის გამზირზე ისტორიულ შენობაში პირველად 12 წლის წინ გაიხსნა და მას შემდეგ ადგილობრივი მომხმარებლის გარდა, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებსაც ემსახურება.

[R]

ორიგინალურ რეალობად ქცეული ოცნება – Honda-ს შთამბეჭდავი ანიმაცია

QinQi-ს მინანქრის ხელნაკეთი სამკაულების სტარტაპი და საზაფხულო სკოლა ბათუმში