Hugo Boss ორი ბრენდის, ორ განსხვავებულ კამპანიას წარმოადგენს. ერთი შეიქმნა ბრენდ Hugo-სთვის, რომლის სამიზნე აუდიტორიაც 25 წლამდე მომხმარებლები იქნებიან, ხოლო მეორე, Boss-ის 25-40 წლამდე მომხმარებლებისთვის. ამის მიზეზი კი, ორივე აუდიტორიასთან დაკავშირების სურვილი გახდა.
ამ ცვლილებების განსახორციელებლად ორივე ბრენდმა კლასიკური ხაზისგან გადაუხვია და ლოგოს უფრო თამამი, თანამედროვე რედიზაინი წარადგინა. ეს Boss-ისთვის 50 წლიან ისტორიაში, ხოლო Hugo-სთვის, 30 წლის მანძილზე განხორციელებული პირველი ცვლილებაა. მათ უფრო მრავალფეროვანი და გლობალური ბრენდების ჩამოყალიბება სურთ.
ამისთვის, უკვე Hugo-მ და Boss-მა, საერთო რეკლამა შექმნეს, რომელშიც ორივე ასაკობრივი კატეგორიის, საერთაშორისოდ ცნობილი სახეები მონაწილეობენ.
საინტერესოა ის, რომ გარდა ასაკობრივი კატეგორიების სხვაობისა, განსხვავებული იქნება პლატფორმებიც. მაგალითად, 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის ისინი საკომუნიკაციოდ ტიკ-ტოკს ირჩევენ, მეორე შემთხვევაში კი ინსტაგრამს. ამბობენ, რომ Hugo-სა და Boss-ის კოლექციები მეტად მოდური იქნება და ფასიც, მომხმარებლისთვის, უფრო მისაღები გახდება.














