in

ნახეთ: ადამიანების ვიზუალი მხოლოდ სისხლძარღვებით რომ შემოიფარგლებოდეს

ფოტოგრაფ იან კრივოლისა და CGI მხატვრის, მარკოს ქეის ერთობლივი ძალისხმევით, ადამიანის უჩვეულო ფიგურები ჩვეულებრივ ყოველდღიურ სივრცეებს იკავებენ. სერია, სახელწოდებით Human After All, ადამიანების ჰიპერრეალისტურ გადმოცემას ემსახურება — მიუხედავად უჩვეულოდ შეცვლილი ვიზუალისა, ეს ფიგურები კვლავ ჩვენთვის ნაცნობი გარემოს კონტექსტში ექცევიან.

BOG
BOG

თავდაპირველად კრივოლმა ვარშავაში, თელ-ავივში, ბერლინში და ბრიუსელში სხვადასხვა ლოკაციაზე გადაიღო ფოტოები. შემდეგ კი ქეიმ ადამიანის ფიგურების შექმნა დაიწყო, ვირტუალური სისხლძარღვების 3D რენდერის საშუალებით. „ადამიანის სხეულის ყველაზე ღრმა რეალობამდე დაყვანით, სერია მიზნად ისახავს, ჩვენსა და გარემოს შორის საზღვრები სრულად მოარღვიოს. თითქოს, მსგავსი მიდგომით ყველა სოციალური ბარიერი იშლება, როგორიცაა რასობრივი და სექსუალური განსხვავებები“.

როგორ ცოცხლდება ქართული სიტყვები? — შლაპუნები ბარბარიზმების წინააღმდეგ

როცა ბევრი საქმე გვაქვს, როგორ გამოვყოთ დრო კოლეგებთან ურთიერთობისთვის?