in

რატომ არის ადამიანზე ორიენტირებული დიზაინი მნიშვნელოვანი?

ადამიანზე ორიენტირებული დიზაინი სტენფორდის უნივერსიტეტის დიზაინის პროგრამიდან, ჯერ კიდევ 1958 წელს წარმოიშვა — ანუ, მაშინ, როდესაც პროფესორმა ჯონ ე. არნოლდმა განაცხადა, რომ საინჟინრო დიზაინი ადამიანზე ორიენტირებული, პოზიტიური და გრძელვადიანი ცვლილებებისკენ უნდა იყოს მიმართული. მას შემდეგ კონცეფცია ბევრ სფეროში გავრცელდა, მათ შორის ფსიქოლოგიასა და ანთროპოლოგიაში. სწორედ მის ირგვლივ ტრიალებს პრობლემების კრეატიული გადაჭრის გზები, რაც ინოვაციების პრაქტიკულ განვითარებას უწყობს ხელს.

რა არის ადამიანზე ორიენტირებული დიზაინი და როგორ ეხმარება ის საზოგადოების რეალურ საჭიროებებს?

აქ არის ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის კონცეფციის შესახებ, მათ შორის, როგორ გამოიყურება პროცესი და როგორ შეიძლება ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის აზროვნებამ უკეთესი ინოვაციები და გადაწყვეტილებები შექმნას.

ადამიანზე ორიენტირებული დიზაინი, თავის არსში, პროდუქტებისა და სერვისების შექმნისა და გამოგონების კონცეფციას გულისხმობს, რომლებიც ადამიანის კეთილდღეობის, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას და დისკომფორტის შემცირებას ემსახურება. დიზაინის პროცესი მოიცავს ადამიანის „გონების შტურმს“ და პრობლემის გადაჭრას პროცესის ყველა დონეზე.

ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის კონცეფცია არის ერთობლივი კვლევის კონცეფციის გაფართოება. რეალური ადამიანური ქცევისა და პასუხების გამოყენება დიზაინში ხარვეზების მოსაძებნად ან არსებული პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა. ასევე, ის ინოვაციური გადაწყვეტილებების წარმოქმნას უწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანზე ორიენტირებული დიზაინი ყველაზე ხშირად გამოიყენება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის პრობლემების გასაუმჯობესებლად ან მოსაგვარებლად. ის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში პოპულარული მეთოდოლოგია ხდება. ტექნოლოგიაში ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის ყველაზე გავრცელებული მაგალითი იყო ერთობლივი კვლევა, რომლის დროსაც Apple-მა შეცვალა iPhone, რათა მომხმარებლებისთვის საჭირო ფუნქციები მიეწოდებინა. შედეგად, საზოგადოებამ დაინახა, რომ iPhone უფრო „კეთილგანწყობილი“ იყო ადამიანების მიმართ, ვიდრე Blackberry-ის ტელეფონები.

რა განსხვავებაა ადამიანზე ორიენტირებულ დიზაინსა და დიზაინზე დაფუძნებულ აზროვნებას შორის?

დიზაინზე დაფუძნებული აზროვნება ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის სიღრმეში იმალება. პირველი მათგანი არის კონცეფცია, რომელიც მოიცავს პრობლემების გადასაჭრელად განკუთვნილი გადაწყვეტილებების, პროცესებისა და პროდუქტების შექმნას. ასევე, მისი მიზანია უკეთესი სამუშაო პროცესის შემუშავება, რომელიც ადვილად შეიძლება იქნას მიღებული გარკვეული ჯგუფებისა და თემების მიერ. თავად პროცესი გულისხმობს ადამიანების ან სამიზნე აუდიტორიის კონკრეტული ქვეჯგუფის შესწავლას და მათი საჭიროებების თუ სერვისების ხარვეზების გააზრებას.

ხოლო ადამიანზე ორიენტირებულ დიზაინს დიზაინზე დაფუძნებული აზროვნება ახალ საფეხურზე აჰყავს. იგი უზრუნველყოფს, რომ ახალმა პროდუქტმა მომხმარებელთა ცხოვრება უკეთესი გახადოს. ამ ორი მიდგომის ერთობლივი გამოყენება კონკრეტული აუდიტორიის მიზნებისა და ამოცანების გაცნობას მოიცავს, რათა შესაბამისი იდეების სრულყოფა უზრუნველყონ.

ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის პროცესი ადამიანებს აყენებს კვლევისა და ინოვაციების წინა პლანზე, რათა სწორი გაწყვეტები რეალურად იქნას უზრუნველყოფილი — იქნება ეს პროდუქტი, პროცესი თუ სერვისი. მისი საბოლოო მიზანი პოზიტიური და გრძელვადიანი ზემოქმედების შექმნაა. ეს პროცესი მოიცავს სამომხმარებლო ბაზრის დემოგრაფიის ან ხარვეზების თანაგრძნობას, ზუსტად იმის დანახვას, თუ როგორ შეიძლება კონკრეტული გამოსავლით რეალური ადამიანების დახმარება.

ინგლისური ენის ორი სპეციალისტი, რომელმაც საქართველოში ინგლისურის ინოვაციური მიდგომებით სწავლება დანერგა – Cambridge Education Corner

„ჯი-თი მოტორსი“ საქართველოში BMW-სა & MINI-ს ოფიციალური იმპორტიორი ხდება