in

ადამიანის მიერ წარმოებული პროდუქტი ყოველ 20 წელიწადში ორმაგდება

ადამიანები განუწყვეტლივ ვაგებთ ჩვენთვის საჭირო, მნიშვნელოვან და ესთეტიკურად მშვენიერ (პირიქითაც) შენობებს. უფრო და უფრო მეტ კვალს ვამჩნევთ დედამიწას – „ეს ჩვენი ადგილია. ჩვენ გვეკუთვნის და ისე გამოვიყენებთ, როგორც გვსურს.“

რა თქმა უნდა, აუცილებელია კულტურის შექმნა, მაგრამ არსებობს გარკვეული საზღვრები, რომლებიც არ უნდა დავარღვიოთ და შეძლებისდაგვარად შევინარჩუნოთ.

ჩნდება კითხვა, რატომ?

ვაიცმანის ინსტიტუტის მკლევართა ჯგუფმა წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც ბიომასისა და მასობრივი წარმოების მასშტაბი თითქმის ერთმანეთს უტოლდება. მათ დაგვანახეს ადამიანთა მზარდი დომინირება მთელ პლანეტაზე.

”ბიომასის მიღმა, კაცობრიობის გლობალური ეფექტის დაჩქარებასთან ერთად, უფრო მეტად აუცილებელი ხდება ჩვენი სოციოეკონომიკური სისტემის მატერიალური ნაკადების რაოდენობრივი შეფასება და მონიტორინგი, ასევე ცნობილი, როგორც სოციალურ-ეკონომიკური მეტაბოლიზმი” – წერენ მკვლევარები თავიანთ მოხსენებაში.

კვლევის ჩატარების დროს, როდესაც ძველ წყაროებს ეცნობოდნენ, ძირითადი აქცენტირება საწარმოს პროდუქტიოლობაზე ხდებოდა. ახლა კი ჩვენი ყურადღება ბიომასაზე ზრუნვამ მიიპყრო, თუ რამდენად საზიანო შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ინდუსტრია პლანეტის მწვანე საფარისთვის.

კონკრეტული რიცხვების დასახელება რთულია, მაგრამ წარმოიდგინეთ, მთელი მოსახლეობის საერთო მასა 300 მილიონ ტონას აღწევს და ამას ემატება მისი მოხმარების ნივთები, სახლები, უკანა ეზოები და ა.შ. ამ ყველაფერს ძალიან დიდ რიცხვებამდე მივყავართ.

პლანეტის ფლორა და ფაუნა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რაზეც პასუხისმგებლობა გვაკისრია და უნდა ვიზრუნოთ მის გადასარჩენად, რათა, თუნდაც საკუთარი სიცოცხლე შევინარჩუნოთ. რადგანაც ინფრასტრუტქტურა ჩვენი არსებობის განუყოფელ ნაწილად იქცა, უნდა მოვახერხოთ ისეთი სინთეზის მიღება, რომელიც არა თუ ზარალს, არამედ სასარგებლო შედეგებს მოიტანს. საჭიროა, დავფიქრდეთ და გავაცნობიეროთ, როგორ ვმუშაობთ, როგორც გლობალური საზოგადოება.

2020 წელი, რაღაც მხრივ, ახალი ეპოქის საწყისს წარმოადგენს და ეს საუკეთესო დროა მომავლის ნაბიჯების გადასადგმელად.

Don’t stop until you are proud

ვინ იზრუნებს სვანეთის ბრენდინგზე? – ცნობილია ტენდერის გამარჯვებულები