ჰანა როუზ დალტონისა და სტივენ რაჯ ბასკარინის დუეტმა, რომლებიც მონრეალში დაფუძნებული კომპანია Fecal Matter-ის სახელით მოღვაწეობენ, თავიანთ უცნაურ პროდუქტებს კიდევ ერთი, „ადამიანის კანის“ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები დაამატეს.
თავიდან, ინტერნეტსივრცეში, ფოტოშოფით დამუშავებული ვიზუალები გავრცელდა, თუმცა, როგორც ბასკარინი ამბობს: „ყველა კითხულობდა, ეს ფოტოშოფია, თუ არა? გვინდა, რომ რეალურად ჩავიცვათ ასეთი“.
https://www.instagram.com/p/BpX7pK6gMG2/?utm_source=ig_embed
ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რეალურად შეიქმნა „კანის ქუსლიანი ფეხსაცმელები“, ხელოვან სარა სიტკინის მიერ. სილიკონის მაღალყელიან ფეხსაცმელს აქვს პატარა თმა და კანის სხვადასხვა ფერის ტონი, ზუსტად ისეთი, როგორიც კომპანიის თანადამფუძნებლის, ჰანა როუზ დალტონის ფეხია.
https://www.instagram.com/p/BpXdiKrlzeV/?utm_source=ig_embed
Fecal Matter-ს სჯერა, რომ სოციალური მედიის იდეალების გათვალისწინებით და სხეულის მოდიფიკაციის შედეგად, ადამიანები სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდნენ.
https://www.instagram.com/p/BpaSCsUFFcM/?utm_source=ig_embed&utm_campaign=embed_video_watch_again
ფეხსაცმლის ფასი 10 000 ამერიკული დოლარია. თუმცა, Fecal Matter-ის გუნდი გეგმავს, რომ ფეხსაცმლის უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ვერსიაც შექმნას.











