„ტექნიკური დაღლილობა“ ის არის, რაზეც ადამიანები ხშირად წუწუნებენ — აღნიშნავენ, რომ გამუდმებით მოწყობილობების ეკრანებზე მიჩერება ნეგატიურად მოქმედებს მათზე. ახალი გამოგონება კი სწორედ ამ საკითხის გამოსწორებისკენაა მიმართული.
მას შემდეგ, რაც 2007 წელს პირველი iPhone გამოუშვეს, სენსორული ეკრანი ყველგან გავრცელდა. დროთა განმავლობაში კი ადამიანთა შორის ურთიერთობების მთავარ ნაწილად იქცა. ახლა კი ზოგიერთი ტექნიკური პიონერი, რომელიც ამ ნორმის ჩამოყალიბებაში იღებდა მონაწილეობას, სრულიად ემიჯნება „ეკრანების რეალობას“.
Humane Ai Pin-ის სახელით ცნობილი უახლესი პროდუქტი უსადენო, უწონო და ეკრანისგან თავისუფალია… ის პირველად აპრილში გამოჩნდა, TED Talk-ის სცენაზე, როგორც მინიმალისტური მოწყობილობა, პერსონალიზებული პროექტორი, რომელიც აუცილებელი და კონტექსტური ინფორმაციის მოსაწოდებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ასევე, დამოუკიდებლად მუშაობს და სმარტფონის ფიზიკურ „სხეულს“ არ საჭიროებს.
პროექტი Apple-ის ორ ყოფილ თანამშრომელს ეკუთვნის — იმრან ჩაუდრის, რომელი კომპანიის ადამიანური ინტერფეისის დიზაინის დირექტორი იყო და ბეთანი ბონჯიორნოს, მის მეუღლეს დაპროგრამებული ინჟინერიის ყოფილ დირექტორს. მართალია, მათი პირველი პროდუქტი ჯერ კიდევ საიდუმლოებით არის მოცული, მაგრამ რამდენიმე დეტალი მაინც ცნობილია.
„Humane Ai Pin არის ახალი ტიპის დამოუკიდებელი მოწყობილობა პროგრამული პლატფორმით, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ძალას იყენებს, ინოვაციური პერსონალური გამოთვლითი გამოცდილების შესაქმნელად“, — განმარტავს კომპანია პრესრელიზში. ჩაუდრიმ მოწყობილობის ისეთ შესაძლებლობებზე ისაუბრა, როგორიცაა მნიშვნელოვანი ინფორმაციის კედელზე ან ხელისგულზე ასახვა, ნაცვლად სმარტფონის ეკრანისა.
უახლესი განცხადების მიხედვით, Humane Ai Pin იკვებება Qualcomm Technologies-ის Snapdragon პლატფორმით. „ჩვენი Ai Pin ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, AI ყველგან თან ატარონ და პერსონალური მობილური გამოთვლის ახალი ერა განბლოკონ — ერა, რომელიც უწყვეტი, უეკრანო და სენსორულია“.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია Humane Ai Pin-ის გამოშვების დეტალები, ტექნოლოგიური პროგრესის მოყვარულები უკვე დიდი იმედებით ელიან სიახლეებს.