18
Jul
2018

“გამარჯობა!” – ჰუმანოიდი რობოტი სოფია თბილისში! [მობილური რეპორტაჟი]

18 Jul 2018

ჩვენ არაერთხელ მოგვიყოლია ჰუმანოიდ სოფიაზე, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, საკმაოდ გონივრული მოსაზრებების გამოთქმა შეუძლია, გამოხატავს ემოციებს და იუმორის გრძნობაც კი აქვს. დღეს, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტის ფარგლებში, სოფია თბილისს ეწვია. OGP-ის სამიტს 96 ქვეყნიდან 3500 დელეგატი ესწრებოდა. ღონისძიების ორგანიზება სააგენტო “მოზაიკამ” განახორციელა. სოფიასთან შეხვედრა ფილარმონიასა და ფუნიკულიორზე, კლუბ “Underwheel”-ში შედგა. ქართველი მსმენელების გასახარად, სოფია ქართულად მოგვესალმა და გაგვიღიმა კიდეც. შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო რობოტების, როგორც კაცობრიობის დამხმარე არსებების როლი. საუბრისას სოფიამ არაერთხელ გაუსვა ხაზი ხელოვნური ინტელექტის დანიშნულებას. მისი თქმით, ის მოხარული იქნება, თუ კაცობრიობას რთული ამოცანების გადაჭრაში დაეხმარება, ხოლო ადამიანებთან კოლაბორაცია მისთვის საინტერესო გამოცდილება იქნება. შეხვედრის ფარგლებში, პასუხი გაეცა აქტუალურ კითხვასაც: შეუძლია თუ არა რობოტს, იყოს კონკურენტუნარიანი კრეატიულ ინდუსტრიაში? რაზეც პასუხად მივიღეთ, რომ რობოტს შეუძლია ადამიანს დაეხმაროს არსებულ მონაცემთა ანალიზში, თუმცა კრეატივი ადამიანის პრეროგატივაა.

 

განხილვა