in

მკვლევრები მუშაობენ ჰუმანოიდ რობოტზე, რომელიც რკინის კაცივით იფრენს

საფრენი კოსტიუმი ბავშვის ზომის რობოტს, iCUB-ს მოერგება

სამეცნიერო ფანტასტიკამ ჰუმანოიდ რობოტებზე გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა — ბევრ ჩვენგანს თვალწინ რკინის კაცი წარმოუდგება. ამ იდეით გატაცებულმა Instituto Italiano di Tecnologia-ს მკვლევრებმა გადაწყვიტეს, მსგავსი საფრენი კოსტიუმი ბავშვის ზომის რობოტს, iCUB-ს მოარგონ.

მკვლევართა გუნდის თქმით, მსგავსი რობოტები საძიებო-სამაშველო გუნდებს უნიკალურ დახმარებას გაუწევენ — იქნება ეს დაზარალებულის მოძებნა თუ ადამიანებისთვის მიუწვდომელ ადგილებში შეღწევის უნარი. ამასთან, ხელისგულებთან განლაგებული ძრავები რობოტს მიმართულებისა და სიმაღლის მარტივად რეგულირების საშუალებას მისცემს. სასურველ ადგილზე მისულ iCUB-ს კი შეეძლება, გააღოს კარი, დაკეტოს ან გახსნას სარქველები, დაზვეროს სტიქიის მიმდებარე ტერიტორია ზემოდან და იპოვოს გადარჩენილები.

“2004 წლის ინდოეთის ოკეანეში მომხდარმა მიწისძვრამ და ცუნამმა 230 000 ადამიანის სიცოცხლე 14 სხვადასხვა ქვეყანაში იმსხვერპლა. 140 000 ადამიანი დაშავდა და 1.74 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. სამწუხაროდ, რობოტიკა ჯერ კიდევ ვერ გვეხმარება მსგავს სიტუაციებში”, — ვკითხულობთ Instituto Italiano di Tecnologia-ს ვებგვერდზე.

ამ სფეროს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის რობოტები, რომლებსაც კარის გაღება და ობიექტების გადაადგილება შეუძლია, არასაკმარისად მობილურები არიან… ხოლო რობოტებს, რომლებიც დაზვერვისთვის ან სხვა დანიშნულებით გამოიყენება, ეს ფუნქციები არ გააჩნია. ამრიგად, მკვლევრებს სურთ, ჰუმანოიდ რობოტზე საფრენი კოსტიუმის დამაგრებით, ეს პრობლემა გადაჭრან.

ამ დრომდე კვლევა შესაბამისი ალგორითმების შემუშავებისკენ იყო მიმართული, რომლებიც სიმაღლესა და პოზიციებს აკონტროლებდა. მკვლევრებმა უკვე შეიმუშავეს იმ ტურბინების სატესტო მოდელი, რომლებიც რობოტის ხელისგულებთან უნდა განთავსდეს.

რა გზას გადის ჩაი ხარისხიან პროდუქტად ჩამოყალიბებამდე

ასეთია „კორონას“ პირველი უალკოჰოლო ლუდი, D ვიტამინის შემცველობით