in

ჰუმანოიდი რობოტის მართვა უკვე ვირტუალური რეალობის დახმარებით შეგვიძლია

მისი კონტროლი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება

veon
veon

Pollen Robotics-მა ახალი იდეა, ჰუმანოიდი რობოტის ვირტუალური მართვა წარმოგვიდგინა, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეეძლებათ მისი კონტროლი და პოტენციურად რთული დავალებების შესრულება.

ვირტუალური რეალობის (VR) მოწყობილობების მეშვეობით რობოტი Reachy სრულიად მომხმარებელთა კონტროლის ქვეშ ექცევა. რობოტი ზუსტად იმეორებს თქვენი თავისა და კიდურების მოძრაობას. მწარმოებელთა თქმით, ეს არ არის მხოლოდ რობოტის დისტანციური მართვა, არამედ ძალიან ჰგავს მასში რეალურად ყოფნის შეგრძნებას.

საინტერესოა, რომ Reachy-ის შეუძლია, სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულება და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ის ერთადერთი ღია წყაროს ჰუმანოიდური რობოტია. გარდა უკვე არსებული უნარებისა, მისი მომზადება ახალი დავალებების შესასრულებლად, კოდის გაწერის გარეშეა შესაძლებელი. ამიტომაც, რა თქმა უნდა, სტარტაპებსა და სასწავლო დაწესებულებებს რობოტისადმი დიდი ინტერესი უჩნდებათ.

ანუშკა ჩხეიძის ალბომი, „IMPALA“-ს „ევროპის საუკეთესო ალბომის“ დაჯილდოების ნომინანტია

სამეცნიერო პრემია ბიზნესისა და ტექნოლოგიების დარგში – BTU-მ სპეციალური ჯილდო დააწესა