პრაიდის თვის აღსანიშნავად, HBO-მ კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც საკუთარი ცნობილი აკრონიმი ‘Home Box Office’ გარდაქმნა ‘Humans By Orientation-ად’ – „ადამიანები ორიენტაციის მიხედვით“. ამასთან ერთად, პრაიდ ღონისძიებების პირველი ციფრული პლატფორმაც ჩაუშვა.
ვებგვერდის აღწერაში ვკითხულობთ, რომ humanbyorientation.com უსაფრთხო სივრცეა LGBTQIA+ საზოგადოებისთვის და აქ მათ შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ და ყოველდღიურ უფასო ვირტუალურ ღონისძიებებს დაესწრონ: DJ სეტებს, კომედი საღამოებს და სხვა.
პირველი ონლაინ შეხვედრა 18 ივნისს გაიმართება და ღონისძიება 28 ივნისამდე გასტანს.
„პრაიდი წარმოიშვა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი სახე, ფერადკანიანი ტრანსი ქალის მიერ, რომელიც LGBTQIA+ ადამიანებისთვის იბრძოდა. შავკანიანი ტრანსის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. შავკანიანი ქვიარის სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, – ვკითხულობთ ვებგვერდზე.