16
Oct
2018

ადამიანები სეულიდან! – ანანო მიმინოშვილის ილუსტრაციები

16 Oct 2018

გრაფიკულმა დიზაინერმა ანანო მიმინოშვილმა ჩანახატების სერია შექმნა, სახელწოდებით “ადამიანები სეულიდან”. ანანოს ნამუშევრებს მარკეტერის მკითხველი უკვე იცნობს. შთაგონების წყაროდ, მისთვის სამხრეთ კორეაში მოგზაურობა იქცა. ესაა შთაბეჭდილება ზაფხულის 2 კვირიანი მოგზაურობიდან, რომელიც სეულის დასასვენებელ პარკში, მზიან კვირა დილას, ბალახზე წამოწოლილმა დიზაინერმა საკუთარ ილუსტრაციებში აღბეჭდა. ნახეთ და შეაფასეთ.

ანანო მიმინოშვილი: “ამ ზაფხულს, 2 კვირით ვიმოგზაურე სეულში, სამხრეთ კორეაში. ამხელა გზა ჩანახატების გასაკეთებლად არ გამივლია, მაგრამ ბოლოს პატარა პროექტი გამოვიდა. მოგზაურობა ყოველთვის და ყველასთვის მშვენიერი გადაწყვეტილებაა, თუმცა ჩანახატების კეთებისას უფრო სხვანაირად შეიგრძნობ ახალ გარემოს, ყველა დეტალს აკვირდები, ფერებს, ფორმებს, განმეორებად “ფათერნებს” ამჩნევ. ყოველთვის ვხატავდი ყველგან, მაგრამ აქამდე არ გამიცნობიერებია, ამხელა მნიშვნელობა თუ ჰქონდა ჩემთვის.

განხილვა