in

NASA-ს განცხადებით, 2030 წლისთვის ადამიანები მთვარეზე იცხოვრებენ

2030 წლისთვის ადამიანები მთვარეზე იცხოვრებენ და იმუშავებენ — აცხადებს NASA. ეს თამამი განცხადებაა, მაგრამ ჰოვარდ ჰუმ, ამერიკული სააგენტოს Orion მთვარის კოსმოსური ხომალდის პროგრამის ხელმძღვანელმა დარწმუნებით ისაუბრა, რომ ამ ათწლეულის ბოლოს ასტრონავტები შეძლებენ ციურ ობიექტზე დიდი ხნის განმავლობაში დარჩენას.

M2
M2

„რა თქმა უნდა, ამ ათწლეულში გვეყოლება ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნით მაინც იცხოვრებენ მთვარეზე. მათ ექნებათ ჰაბიტატები, ეყოლებათ როვერები. ეს რეალობაა, ჩვენ ვაპირებთ, ხალხი მთვარის ზედაპირზე გამოვგზავნოთ, რათა აქ იცხოვრონ და კვლევები ჩაატარონ“, — განმარტავს ჰოვარდი.

შეგახსენებთ, რომ კოსმოსური ხომალდი Orion წარმატებით აფრინდა ოთხშაბათს ფლორიდის კეიპ კანავერალიდან მას შემდეგ, რაც ტექნიკურმა პრობლემებმა და ქარიშხალმა რამდენიმე შეფერხება გამოიწვია.  „ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც ღრმა კოსმოსის გრძელვადიანი კვლევისკენ ვდგამთ, არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს ისტორიული დღეა NASA-სთვის, მაგრამ ასევე ისტორიული დღე ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც უყვარს ადამიანის კოსმოსური ფრენა და ღრმა კოსმოსის კვლევა“, — აღნიშნა ჰუმ.

თუ მისია წარმატებული იქნება, ის გზას გაუხსნის Artemis 2-ისა და 3-ის შემდგომ ფრენებს, რომელთაგან ორივე მოიცავს ეკიპაჟის ფრენებს მთვარეზე. მისია Artemis 3, რომელიც 2026 წელს დაიწყება, პირველად 1972 წლის დეკემბრის Apollo 17-ის შემდეგ, მთვარის ზედაპირზე ადამიანების დაბრუნებას მოწმეებს გაგვხდის.

არის თუ არა თქვენი ბიზნესი მოსახლეობის დაბერებისთვის მზად?

„გურმემ“ ISO 22000:2018 სერტიფიკატი წარმოების ხუთივე მიმართულებით აიღო