31
Jan
2020

„ჩუმი რევოლუცია ახლოვდება“ – HUMMER-ის დაბრუნება და ელექტროპიკაპი 1000 ცხენის ძალით

31 Jan 2020

veon
veon


2010 წელს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ნავთობზე მომატებული ფასების კვალდაკვალ, HUMMER ბაზრიდან გავიდა. გუშინ კი, General Motors-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრენდი HUMMER ბაზარზე ტრასფორმირებულად ბრუნდება და ეს დაბრუნება იქნება „ჩუმი რევოლუცია“. ცნობილია, რომ HUMMER-ის ელექტროპიკაპი, რომელიც ქვემოთ მოცემულ ვიდეოებშია ხაზგასმული, 2021 წელს გამოვა. მანამდე კი, მის შესახებ, კვირას, Super Bowl-ზე რეკლამების სერია გავა, 2020 წლის 20 მაისს კი, ამ ელექტროპიკაპის შესახებ უფრო მეტ დეტალს გავიგებთ. იმედი გვაქვს, რომ ახალი ელექტროპიკაპის ვიზუალთან ერთად, სხვა მნიშვნელოვან მონაცემებსაც მალე ვნახავთ და მის შედარებას „ტესლას“ Cybertruck-ისთვისაც შევძლებთ.

ამ ეტაპზე, ვიცით, რომ ახალ და ელექტრო „ჰამერს“ 1000 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავი ექნება. როგორც ვიდეოდან ვიგებთ, მოდელს 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის ასაკრეფად 3 წამი დასჭირდება. ახალი ჰამერი GMC-ის ბრენდის ქვეშ დამზადდება/გაიყიდება და მოდელის სრული დასახელება GMC HUMMER EV იქნება.

 

განხილვა