ავტომოყვარულები საკმაო ხანია Hummer-ის დაბრუნებას ელოდებიან. General Motors-ის თქმით კი, კომპანია ელექტრო ჰამერს სრულად 20 ოქტომბერს წარადგენს. მანამდე კი, ვრცელდება ოფიციალური ვიდეო, სადაც მანქანის ერთ-ერთი, საკმაოდ საინტერესო ფუნქცია ჩანს. Hummer SUV-ს შეეძლება კიბორჩხალასებურად, გვერდულად იაროს.
ამ ფუნქციის დახმარებით, ელექტრო ჰამერი შეძლებს უფრო მოქნილ გადაადგილებას შედარებით ვიწრო სივრცეებში, სადაც მოხვევის საშუალება ნაკლებადაა.
ელექტრო ჰამერის შესახებ პირველად იანვარში გავიგეთ, მის პრეზენტაციას კი GM მაისში გეგმავდა. თუმცა, როგორც ბევრი პროდუქტის შემთხვევაში, აქაც პანდემიამ შეცვალა გეგმები. GM-ის ცნობით, მანქანა 0-დან 60 mph-მდე სიჩქარეს 3 წამში კრეფს ამას კი 1000 ცხენისძალიანი ძრავით ახერხებს. დანარჩენ დეტალებს ელექტრო ჰამერის შესახებ 20 სექტემბერს გავიგებთ.










