უნგრელმა მხატვარმა აგნეს ჰერცეგმა მინიატურული ნამუშევრები აბრეშუმის ძაფისა და ხის დახმარებით შექმნა. მდინარე დუნაის ნაპირებზე მოპოვებული პატარა ხის ნაჭრები მან ჩვენს ყოველდღიურობას მიუსადაგა. შესაბამისად, შთაგონების წყარო ხეები, ცხოველები, პეიზაჟები ან თუნდაც, ის ქალები იყვნენ, რომლებიც სეირნობდნენ, ჩაის სვამდნენ და ქსოვდნენ.
რაც შეეხება ნამუშევრების შექმნის პროცესს, ბუნებრივი მასალებითა და ქარგვის პროცესით შთაგონებული ჰერცეგი თითოეული სცენის კონტურს ლითონის მავთულებით აკეთებს, ნემსის გამოყენებით კი ძაფის ქსელები გაჰყავს. ხოლო მას შემდეგ, რაც ხის დამუშავებასა და ძაფების ქსელების გაკეთებას დაასრულებს, თითოეულს მწვანე, ლურჯი და ყავისფერი ფერებით ღებავს. ბოლოს ძაფით ერთად კრავს და შთამბეჭდავ ნამუშევრებს გვთავაზობს.