10
Dec
2019

ასე გამოეხმაურნენ ბრენდები $120,000-იანი ბანანის არტს

10 Dec 2019

გასული კვირიდან მოყოლებული, $120,000-იანმა ბანანმა, მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მაურიციო კატელანის არტი, რომელიც მაიამიში, Art Basel-ზე იყო გამოფენილი, სხვა არტისტის “პერფორმანსმა” იმსხვერპლა. კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული $120,000-იანი ქართველმა არტისტმა დავით დათუნამ შეჭამა და ამ პერფორმანსს “მშიერი არტისტი” უწოდა. ძნელი სათქმელია, საბოლოოდ, კედელზე გაკრული ბანანი უფრო პოპულარულია თუ მისი შეჭმის ამბავი. ასეა თუ ისე, კედელზე წებოვანი ლენტით გაკრულ ნივთებს ახლა ხშირად ნახავთ… მაგალითად, ასე:

ბურგერ კინგმა კედელზე კარტოფილი ფრი გამოაკრა

“ბანანი დაცული უნდა იყოს” – ამ ფრაზით, პოსტერი იტალიურმა “დურექსმა” გამოაქვეყნა

სინგაპურულმა კაფემ 99 Old Trees, კედელზე დურიანი მიაკრა. სიმბოლურად ეს მათთვის წინაპრების მონურ ჩაგვრაში ცხოვრებას აღნიშნავს.

სინგაპურის სამოქალაქო თავდაცვის ძალამ (SCDF) კედელზე ავტომატური დეფიბრილატორი მიაწება. რაკი ამ მოწყობილობის ანგარიშზე უამრავი სიცოცხლის გადარჩენა ირიცხება, ამ არტს შემქმნელებმა “მაშველი” უწოდეს.

ივენთ კომპანია S-Lite Group-მა, წებოვანი ლენტით სატრანსპორტო კონუსი ხელოვნურ საფარს დაამაგრა და დასვა კითხვა, ეღირებოდა თუ არა ასეთი არტი $120,000?

“კარფურმა” კედელზე ხილ-ბოსტნეული მიაწება

სწრაფი კვების სარესტორნო ქსელმა Popeyes ქათმის ბურგერი განათავსა კედელზე და $120,003.99 დააფასა. ამგვარად, კომპანია რესურსებს საქველმოქმედო ფონდისთვის აგროვებს.

ორგანიზაცია Clean and Green Singapore ბანანის არტს ასე გამოეხმაურა

Royal Canadian Mint-მა, ბანანთან ერთად, კედელზე ორდოლარიანი მონეტა მიაკრა

“პეპსიმ” კედელზე, ბანანის ნაცვლად, საკუთარი თუნუქის ქილა განათავსა

ბანანის არტის ნახვა, 9 დეკემბერს, მარკეტერის ოფისში, “სფოთლაითის კვირეულზე” მოსულ სტუმრებსაც შეეძლოთ…

განხილვა