3
Nov
2017

Hungry Music-ის არტისტები საქართველოს, სრული შემადგენლობით, პირველად Freedom Music-ზე ეწვევიან

3 Nov 2017

10 ნოემბერს საერთაშორისო ბრენდი Freedom Music კინოსტუდია “ქართული ფილმის” მე-5 და მე-6 პავილიონებში ფრანგული ლეიბლის არტისტებს Worakls, Juachim Pastor, N’to, Stereoclip უმასპინძლებს.

 

ერთ დღიანი ღონისძიება 2 პარალელურ სცენაზე გაიმართება: #Freedom და #Getconnected. ფრანგული ლეიბლის არტისტებთან ერთად, დაუკრავენ ქართველი დიჯეი-პროდიუსერები: Generali Minerali, WYLTI, Endorphins, Sinoptik Music, Tade და Nody-GE.

ლეიბლ Hungry Music-ის ისტორია 2014 წლიდან იწყება, როდესაც Worakls-მა და N’to-მისი შექმნა გადაწყვიტეს. მალევე მათ Joachim pastor შეუერთდა. პირველივე წელს, ლეიბლზე 6 სხვადასხვა EP გამოიცა, პოპულარობა კი ეიფორიულმა და მელოდიურმა ჟღერადობებმა მოუტანა, რომელშიც დიდ როლს აკუსტიკური გიტარის, ფორტეპიანოს და ატმოსფერული ხმების სინთეზი თამაშობს.

საერთაშორისო ბრენდი Freedom Music ქართულ მუსიკალურ ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მსმენელს სხვადასხვა დიდ პავილიონებსა თუ warehouse-ებში  მასშტაბური underground ღონისძიებების სერია შესთავაზა. 10-ნოემბერს Freedom Music თბილისის მსმენელებს კიდევ ერთ დაუვიწყარ საღამოს პირდება.

განხილვა