in

Snickers თვითმფრინავის ქაოსის წინააღმდეგ

თვითმფრინავის ეკონომ კლასით სარგებლობისას ბევრი უხერხულობა იჩენს ხოლმე თავს — მაგალითად, ზოგიერთი მგზავრი ხმამაღლა უყურებს ფილმს, ბავშვის ტირილი კი სიმფონიური ორკესტრის ნაწილად იქცევა… შეიძლება, ვინმეს დაწოლაც კი მოუნდეს და ამისთვის სხვის პირად სივრცეს მოურიდებლად არღვევს.

BOG

ამჯერად ეს მოცემულობა Snickers-ის ახალი კამპანიის შთაგონებად იქცა, სახელწოდებით Hungry Skies. 47-წამიანი ვიდეორგოლი თვითმფრინავის ქაოსში გვაგდებს — ვიღაცებმა სილამაზის სალონი მოაწყვეს ერთ-ერთი მგზავრი იოგითაა დაკავებული; ერთ ბიჭს გველიც კი ჰყავს კისერზე შემოხვეული და ა. შ. ხოლო სნიკერსის როლი ამ აურზაურში ნათელია: როგორც კი ბორტგამცილებელი მგზავრებს შოკოლადს აძლევს, ყველა დამშვიდებას იწყებს…

„თითქმის 20 წლის განმავლობაში სნიკერსი საუკეთესო გამოსავალი იყო იმ მომენტებისთვის, როცა შიმშილის არასასიამოვნო გრძნობა გვიტევს. ამასთან, თვითმფრინავში უამრავი სიგიჟე ხდება ყოველდღიურად. ამ ორი მოცემულობის გაერთიანებით კი სახალისო კამპანია მივიღეთ“, — აღნიშნავს რენკინ კეროლი, Mars Snacking-ის ხელმძღვანელი.

სჯობს, სცადო და არ გამოგივიდეს, ვიდრე საერთოდ არ სცადო – საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ტექნიკური უნივერსიტეტიდან

#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან – თიბისი დაზღვევა