თუ იმ ადამიანებზე დავფიქრდებით, რომლებიც მუსიკას 100-150 წლის წინ უსმენდნენ, პირველი, რაც უმეტესობა ჩვენგანს გაახსენდება ფონოგრაფია. მაშინ კი ინოვაცია იყო, მაგრამ ხმის ხარისხი იდეალურისგან ძალიან შორს გახლდათ… მეოცე საუკუნის დასაწყისამდე მისი ხმა დიდ დარბაზებში ისმოდა მანამ, სანამ ბაზარზე Hupfeld Phonoliszt-Violina Model B არ გამოჩნდა. დიახ, ეს ის არის, რასაც სურათზე ხედავთ.
შემდეგ იყო პიანოლა, რასაც მალევე ვიოლინოც მოჰყვა და ადამიანებს Live ორკესტრის მსგავსი გამოცდილების მიღების საშუალება მიეცათ. თუმცა საკმარისად იღბლიანი უნდა ყოფილიყავით, ეს ინსტრუმენტი რომ შეგეძინათ, რადგან საკმაოდ ძვირიც ღირდა… ანტიკვარული გალერეა M.S. Rau კი დღეს მსოფლიოში არსებული იმდროინდელი 63 მოწყობილობიდან ერთ-ერთის სახლია, მოწყობილობის, რომელიც პიანინოსა და სამ ვიოლინოს მოიცავს. ისტორიულ მნიშვნელობაზე ხაზგასმა რომ აღარ გვჭირდება, ფაქტია, თუმცა ეს მნიშვნელობა ციფრებში 885 000 დოლარად შეფასდა.
ახლა კი შეგიძლიათ, ვიდეო ჩართოთ, თვალები დახუჭოთ და თავადვე შეიგრძნოთ, როგორ უსმენდნენ ადამიანები მუსიკას საუკუნის წინ: