სამყაროს განვითარებაში ქალების მნიშვნელოვანი როლის აღსანიშნავად, Huawei-მ Mate 10-ის ახალი, ვარდისფერი ვერსია გამოუშვა. სიახლეს სააგენტო Insight Group-ის დახმარებით მომზადებული კამპანია #foryourself და შთამბეჭდავი სარეკლამო ვიდეორგოლიც მოყვა. 7 ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საკუთარ პრიორიტეტებს გვიზიარებს. ამასთან, ისინი იმ მნიშვნელოვან გზავნილსაც ავრცელებენ, როგორიცაა საკუთარი მიზნებისა და სურვილების განხორციელება.